Home » საზოგადოება » სასაკლაოების მიერ I კვარტლის განმავლობაში 8 943.0 ტონა ხორცია წარმოებული

სასაკლაოების მიერ I კვარტლის განმავლობაში 8 943.0 ტონა ხორცია წარმოებული

სასაკლაოების მიერ 2021 წლის I კვარტლის განმავლობაში 8 943.0 ტონა ხორცია წარმოებული (იგულისხმება დაკლული წონა, ფრინველის ხორცის ჩათვლით), საიდანაც 30.4% მოდის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცზე. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

ამასთან, 44.7 პროცენტი – ფრინველის, 24.0 პროცენტი – ღორის, 0.8 პროცენტი – ცხვრისა და თხის ხორცზე, ხოლო დანარჩენს უმნიშვნელო წილი უკავია.

„2021 წლის I კვარტალში საქართველოში 101 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა, მათგან 21.8 პროცენტი – ქვემო ქართლში, 14.9 პროცენტი – კახეთში, 13.9 პროცენტი – იმერეთში, 11.9 პროცენტი – შიდა ქართლში, 11.9 პროცენტი – სამეგრელო-ზემო სვანეთში მდებარეობს, ხოლო დანარჩენი 25.7 პროცენტი სხვა რეგიონებშია განთავსებული.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2021 წლის I კვარტლის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლულია 67.9 ათასი სული პირუტყვი, მათ შორის 36.1% მსხვილფეხა, ხოლო 63.9%-წვრილფეხა (ცხვარი, თხა, ღორი და სხვა). გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლული ფრინველის რაოდენობა 2 863.9 ათასი ერთეულითგანისაზღვრა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

„საქსტატის“ ცნობით, მომსახურება გაეწია 8.0 ათას პირს, საიდანაც 29.1 პროცენტი შინამეურნეობების (ოჯახური მეურნეობები) სახით იყვნენ წარმოდგენილნი. ამასთან, სასაკლაოებში დასაქმებულთა საშუალო თვიურმა რაოდენობამ 844 კაცი შეადგინა.

უწყების ინფორმაციით, ერთეული პირუტყვის დაკვლაზე მომსახურების საშუალო ფასი შეადგენს: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლის საფასური – 29.1 ლარი, ცხვრის ან თხის – 13.2 ლარი, ხოლო ღორის -25.7 ლარი.

Share