Home » ახალი ამბები » სარფის სანაპირო ზოლზე გზის გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს
სარფის სანაპირო ზოლზე გზის გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს

სარფის სანაპირო ზოლზე გზის გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრქუტურის სამინისტროს დაკვეთით, საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის კმ117-კმ119 მონაკვეთზე გზის საფარის აღდგენის, გზისა და სანაპირო ზოლის გაფართოების, დაცვისა და გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს.

სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზა საერთაშორისო მნიშვნელობის მაგისტრალია და მსაზე დღე-ღამეში, საშუალოდ, 15 000 ავტომობილი გადაადგილდება. სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებამდე, შტორმული ტალღების ზემოქმედების შედეგად, გზის ქვედა ფერდი ირეცხებოდა, რაც საფრთხეს უქმნიდა გზის მდგრადობას, ტრანსპორტსა და მგზავრებს. ასევე, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა, გზის 932 მეტრიანი ნაწილი, რომელზეც კლდოვანი ციცაბო ფერდობიდან ინტენსიურად ცვიოდა ლოდები და ავტომობილებისა და ტვირთების დაზიანებას იწვევდა.

პროექტის ფარგლებში უკვე განხორციელდა 110 მეტრიანი ესტაკადის რეაბილიტაცია, დამონტაჟდა ქვისცვენის სწინააღმდეგო ბადე. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ავტომაგისტრალის სავალი ნაწილის 5 მეტრით გაფართოვდება; გაიზრდება სანაპირო ზოლის მოცულობა; სანაპიროზე აშენდება 7,71 მეტრი სიმაღლის ქვანაყარი ბერმა, რამაც ტერიტორია შტორმის დროს უნდა დაიცვას.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი სეთურიძემ და სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებმა სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის კმ117-კმ119 მონაკვეთზე გზის საფარის აღდგენის, გზისა და სანაპირო ზოლის გაფართოების, დაცვისა და გამაგრების სამუშაოები დაათვალიერს.

სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წელს დასრულდება. სარფის ნაპირგამგარების სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 58,4 მილონი ლარია. სამუშაოებზე 100 ადამიანია დასაქმებული, მათი დიდი ნაწილი ადგილობრივი მცხოვრებია.

Share