Home » ფინანსები » „საქსტატზე მეტად სუპერმარკეტში ვაკვირდები ფასებს და ნამდვილად არ არის სახარბიელო ვითარება”

„საქსტატზე მეტად სუპერმარკეტში ვაკვირდები ფასებს და ნამდვილად არ არის სახარბიელო ვითარება”

„საქსტატზე მეტად სუპერმარკეტში ვაკვირდები ფასებს და ნამდვილად არ არის ბოლო პერიოდში სახარბიელო ვითარება”, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

ზეთი არის თემა, თუმცა ზოგადად მინდა გითხრათ, ძირითადად, თუ დააკვირდებით, რამდენიმე რამე დაემთხვა ერთმანეთს, იმპორტულ ნაწარმზე ფასები გაიზარდა, ეს ლარის კურსთან არის დაკავშირებული.

მეორე, სეზონური ფაქტორია, უნდა ითქვას ჩვენი სოფლის მეურნეობის და ამ ინდუსტრიის სასახელოდ, რომ ძირითადად ბოსტნეული, ხილი, კენკრა ჩვენ 100%-ით ვართ უზრუნველყოფილები, მაგრამ ახლა სეზონი არის, როდესაც თავდება იმპორტული, უნდა შემოვიდეს ადგილობრივი, ზოგადად ყოველთვის არის ამ დროს გაძვირებული ამ ტიპის ნაწარმი, ეს დროებითი ფაქტორია”, – აცხადებს ეკონომიკის მინისტრი.

წლიური ინფლაციის დონემ საქართველოში 7.2 პროცენტი შეადგინა

Share