Home » საზოგადოება » „საქსტატის“ ინფორმაციით, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობით პირველ ადგილზეა

„საქსტატის“ ინფორმაციით, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობით პირველ ადგილზეა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2020 წლის ერთ-ერთ ყველაზე ღია და გამჭვირვალე საჯარო დაწესებულებად დასახელდა. „საქსტატის“ ცნობით, სპეციალური ჯილდო უწყებას „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) მიერ გადაეცა.

მათი ინფორმაციით, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) უკვე 10 წელია საქართველოში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მონიტორინგს ახორციელებს.

„საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უმაღლესი შედეგი (100 ქულა) აჩვენა და სპეციალური სიგელით უკვე მეექვსედ დაჯილდოვდა. ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე : https://idfi.ge/…/2020-access%20to%20public…“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

Share