Home » ეკონომიკა » საქსტატის ინფორმაციით, იანვარ-ოქტომბერში ეკონომიკის ზრდა 10.5% დაფიქსირდა

საქსტატის ინფორმაციით, იანვარ-ოქტომბერში ეკონომიკის ზრდა 10.5% დაფიქსირდა

წინასწარი შეფასებით, 2021 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 6.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2021 წლის პირველი ათი თვის საშუალო მაჩვენებელი 10.5 პროცენტია. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, 2021 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ დარგებში: დამამუშავებელი მრეწველობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, ხელოვნება, გართობა და დასვენება, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, სასტუმროები და რესტორნები, ვაჭრობა.

საქსტატის მონაცემებით, კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობის დარგში.

ამასთანავე, 2021 წლის იანვარ-ოქტომბრის განმავლობაში, საქონლის ექსპორტმა 3 392.5 მილიონი დოლარი შეადგინა, იმპორტმა – 7 959.9 მილიონი დოლარი, საგარეო ვაჭრობის ბრუნვამ კი 11 352.4 მილიონი დოლარი შეადგინა.

Share