Home » ეკონომიკა » „საქსტატი“ სასაკლაოების, ელევატორებისა და სამაცივრე მეურნეობების გამოკვლევის ძირითად შედეგებს აქვეყნებს
„საქსტატი“ სასაკლაოების, ელევატორებისა და სამაცივრე მეურნეობების გამოკვლევის ძირითად შედეგებს აქვეყნებს

„საქსტატი“ სასაკლაოების, ელევატორებისა და სამაცივრე მეურნეობების გამოკვლევის ძირითად შედეგებს აქვეყნებს

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2016 წლის IV კვარტლის მონაცემებით, სასაკლაოების, ელევატორებისა და სამაცივრე მეურნეობების გამოკვლევის ძირითად შედეგებს აქვეყნებს.

2016 წლის IV კვარტალში საქართველოში 79 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა, მათგან 20,3% მდებარეობს ქვემო ქართლში, 17,7% – იმერეთში, 13,9% – შიდა ქართლში, 13,9% – კახეთში, 10,1% – სამეგრელო-ზემო სვანეთში, ხოლო დანარჩენი 24,1% სხვა რეგიონებშია განთავსებული.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2016 წლის IV კვარტლის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლულია 100,7 ათასი სული პირუტყვი, მათ შორის 59,5% მსხვილფეხა, ხოლო 40,5% – წვრილფეხა(ცხვარი, თხა, ღორი და სხვა). გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლული ფრინველის რაოდენობა 2745,1 ათასი ერთეულით განისაზღვრა.

სასაკლაოების მიერ 2016 წლის IV კვარტლის განმავლობაში 10201,3 ტონა ხორცი იქნა წარმოებული (იგულისხმება დაკლული წონა, ფრინველის ხორცის ჩათვლით), საიდანაც 43,7% მოდის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცზე, 37,8% – ფრინველის, 16,5% – ღორის, 2,0% – ცხვრისა და თხის ხორცზე, ხოლო 0,02% – სხვაზე.
მომსახურება გაეწია 15,7 ათას პირს, საიდანაც 20,2% შინამეურნეობებების (ოჯახური მეურნეობები) სახით იყვნენ წარმოდგენილი. სასაკლაოებში დასაქმებულთა საშუალო თვიურმა რაოდენობამ 853 კაცი შეადგინა. ერთეული პირუტყვის დაკვლაზე მომსახურების საშუალო ფასი შეადგენს: მსხვილფეხა რქოსანი
პირუტყვის დაკვლა – 24,7 ლარი, ცხვრის ან თხის დაკვლა – 9,9 ლარი, ხოლო ღორის დაკვლა – 24,2 ლარი.

საქსტატის ინფორმაციით, 2016 წლის IVკვარტალში საქართველოში 39 ერთეული სამაცივრე მეურნეობა ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესობაც შიდა ქართლსა (35,9%) და თბილისში (28,2%) იყო განთავსებული. მოქმედი სამაცივრე მეურნეობების 10,3% მდებარეობს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში. ამდენივე სამაცივრე მეურნეობა მდებარეობს იმერეთის რეგიონში (10,3%), ხოლო დანარჩენი 15,4% სხვა რეგიონებშია განთავსებული.

2016 წლის IV კვარტლის განმავლობაში მომსახურება გაეწია 5745 მომხმარებელს, მწარმოებელთა და გადამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგანაც შესყიდულ იქნა პროდუქცია – 375 ერთეული შეადგინა, ხოლო სამაცივრეებში დასაქმებულთა საშუალო თვიური რაოდენობა 1011 კაცით განისაზღვრა.
2016 წლის IV კვარტლის განმავლობაში მაცივრებში შენახული (განთავსებული) იყო 66,1 ათასი ტონა პროდუქცია, მათ შორის 65,1% ქათმის ხორცი (გაყინულის ჩათვლით), 16,0% პირუტყვის ხორცი და ხორცპროდუქტები (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით), 8,8% – თევზეული, ხოლო დანარჩენ პროდუქციას უმნიშვნელო წილი ჰქონდა.

სამაცივრე მეურნეობების მიერ შემდგომი რეალიზაციის მიზნით 2016 წლის IV კვარტლის განმავლობაში შესყიდულია 4,0 ათასი ტონა პროდუქცია. მომსახურების საფასურმა 3,6 მლნ. ლარი შეადგინა.

2016 წლის IVკვარტლის განმავლობაში სამაცივრე მეურნეობების მიერ გაყიდულია 25,4 მლნ. ლარის ღირებულების (7.1 ათასი ტონა) პროდუქცია, საიდანაც ღირებულებით გამოსახულებაში შედარებით დიდი ნაწილი (58,0%) იყო ადგილობრივი (საკუთარი) წარმოების. ამასთან, სამაცივრეების მიერ გაყიდული ადგილობრივი (საკუთარი) პროდუქციის 98,7% მოდიოდა ქათმის ხორცზე. იმპორტირებული პროდუქციის მნიშვნელოვან მოცულობას ხორცი და ხორცპროდუქტები (ნახევარფაბრიკატების ჩათლით) (39,3%) და თევზეული (24.5%) წარმოადგენდა. სამაცივრეების მიერ გაყიდული პროდუქციიდან უცხოურ ბაზარზე მხოლოდ ხილი და ბოსტნეული რეალიზდა.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, კამერების საშუალო დღიური დატვირთვა (პროცენტულად კამერების ჯამური ტევადობიდან) ოქტომბერში შეადგენდა 72,2%-ს, ნოემბერში – 68,7%-ს, ხოლო დეკემბერში – 64,8%-ს.

საქსტატის ინფორმაციით, 2016 წლის IV კვარტალში საქართველოში 33 ელევატორი ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესობაც (66,7%) ქვემო ქართლის რეგიონში იყო განთავსებული. ელევატორების 18,2% ფუნქციონირებს თბილისში, 6,1% – სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, 6,1% – შიდა ქართლში, ხოლო დანარჩენი 3.0% გურიის რეგიონშია წარმოდგენილი.

2016 წლის IV კვარტლის განმავლობაში მომსახურება გაეწია 37 მომხმარებელს, მწარმოებელთა და გადამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგანაც შეიწყიდეს პროდუქცია – 86 ერთეული შეადგინა, ხოლო ელევატორებში დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა 943 კაცით განისაზღვრა.

2016 წლის IV კვარტლის განმავლობაში ელევატორებში შენახული (განთავსებული) იყო 229,2 ათასი ტონა პროდუქცია, რომლის 83,4%-ს წარმოადგენდა ხორბალი, ხოლო დანარჩენ პროდუქციას (სიმინდი,კარტოფილი, ალაო და ა.შ) უმნიშვნელო წილი ჰქონდა.

2016 წლის IV კვარტლის განმავლობაში ელევატორების მიერ გაყიდულია 57,6 მლნ ლარის ღირებულების 98,4 ათასი ტონა პროდუქცია, საიდანაც 75,3% იყო ადგილობრივი (საკუთარი) წარმოების. ადგილობრივი (საკუთარი წარმოების) წარმოშობის პროდუქციაში, როგორც მოცულობის, ისე ღირებულების მიხედვით, ჭარბობდა ხორბლის ფქვილი (რომელზეც მოდიოდა ელევატორების მიერ გაყიდული ადგილობრივი პროდუქციის დაახლოებით 81,8%).

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ელევატორების საცავების საშუალო დღიურმა დატვირთვამ (პროცენტულად საცავების ჯამური ტევადობიდან) ოქტომბერში შეადგენდა 55,3%-ს, ნოემბერში – 51,5%-ს, ხოლო დეკემბერში – 53,6%-ს.

Share