Home » საზოგადოება » საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ცვლილებები ოფიციალურად შევიდა
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ცვლილებები ოფიციალურად შევიდა

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ცვლილებები ოფიციალურად შევიდა

საყოველთაო ჯანდაცვა მაღალშემოსავლიანი მოქალაქეებისთვის დიფერენცირებული გახდება – ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მოქალაქეები, რომელთა შემოსავალი წელიწადში 40 000 ლარზე მეტია, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებულ სამედიცინო სერვისებს ვეღარ ისარგებლებენ.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, “სიების ანალიზმა გვაჩვენა, რომ შემოსავლის მიხედვით პირველი კატეგორია რომელთაც 40 ათას ლარზე მეტი ჰქონდა წელიწადში შემოსავალი, ისინი ოფიციალურად იხდიან მოგების გადასახადს, ასეთია 32 ათასი ადამიანი. მათგან 20 ათასი სარგებლობდა კერძო დაზღვევით, ხოლო 10 ათასს ჰქონდა მცდელობა ესარგებლა საყველთაოთი.  შესაბამიად, პირველი დიფერენცირება იქნება მაღალშემოსავლიან მოქალაქეებზე”.

Share