Home » ეკონომიკა » საქართველოში წარმოებული სათამაშოები ექსპორტზე საფრანგეთში გავა
საქართველოში წარმოებული სათამაშოები ექსპორტზე საფრანგეთში გავა

საქართველოში წარმოებული სათამაშოები ექსპორტზე საფრანგეთში გავა

საქართველოში წარმოებული სათამაშოები ექსპორტზე საფრანგეთში გავა

ფრანგულ კომპანია “კუბთან” ხელშეკრულება უკვე გაფორმდა. პროდუქციის ხარისხის გაცნობის მიზნით, ფრანგი პარტნიორი საქართველოს უკვე ეწვია. თანამშრომლობა თებერვალში ნიუნბერგში გამართულ გამოფენაზე გადაწყდა, რომელშიც ქართველი იღებდნენ მონწაილეობას.

სააგანეტო “აწარმოე საქართველოშის” განმარტებით, ქართულ სათამაშოებს ევროპულ ბაზარზე საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს.

“კუბის” დამფუძნებლის, ალან არნოს განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ სათამაშოები ხისგან არის დამზადებული და ეკოლოგიურად სუფთაა. სწორედ ამიტომ, მისივე თქმით, ეს პროდუქტი ფრანგი მომხმარებლისთვის საინტერესო იქნება

“მოხარული ვარ, რომ საქართველოდან ქართველი მწარმოებლები აღმოვაჩინე. მომწონს მათ მიერ წარმოებული პროდუქციის დიაზაინი და ხარისხი. ჩვენს მიერ შერჩეულ სათამაშოებს ანალოგი არ აქვს. მათი გამოყენებით დიდი კონსტრუქციების შექმნაც შეიძლება და საინტერესოა როგორც მცირეწლოვანი, ისე ზრდასრული ადამიანებისთვისაც. მნიშვნელოვანია, რომ სათამაშოები ხისგან არის დამზადებული და ეკოლოგიურად სუფთაა. ამიტომ ეს პროდუქტი ფრანგი მომხმარებლისთვის საინტერესო იქნება. ვფიქრობ, ქართველების მიერ წარმოებული სხვა ტიპის სათამაშოებითაც დავინტერესდებით”, – აცხადებს ალან არნო, “კუბის” დამფუძნებელი.

“ჯეო თოის” დამფუძნებლის, დავით კაციტაძის განცხადებით, საკმაოდ გრძელი მოლაპარაკება მიმდინარეობდა ფრანგულ მხარესთან იმასთან დაკავშირებით, რომ მათი სათამაშოები შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს.

“საკმაოდ გრძელი მოლაპარაკება გვქონდა იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი სათამაშოები შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს. რამდენიმეჯერ გავაგზავნეთ კიდეც ნიმუში და საბოლოო ჯამში ჩამოვიდნენ საქართველოში და ნახეს ჩვენი ტექნიკური საწარმო, შეამოწმეს თვითონ ნედლეულიც და ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ, რომ მოვახერხეთ ურთიერთშეთანხმება. უახლოეს მომავალში უკვე რეალურად პირველი სათამაშო გავა პროდუქციის სახით ექსპორტზე”, – დავით კაციტაძე, “ჯეო თოის” დამფუძნებელი.

სააგენტო “აწარმოე საქართველოშის” ექსპორტის მენეჯერის, ეკატერინე სარალიძის განცხადებით, სააგენტო აგრძელებს საექსპორტო პოტენციალის მქონე სექტორის გამოვლენას.

“სააგენტო “აწარმოე საქართველოში” აგრძელებს საექსპორტო პოტენციალის მქონე სექტორების გამოვლენას. სათამაშოების სექტორს რაც შეეხება, ჩვენ დაგეგმილი გვაქვს როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ღონისძიებები. ზაფხულში გვაქვს დაგეგმილი ქართული სათამაშოების გამოფენა, რომელიც სექტორის პოპულარიზაციას ხელს შეუწყობს და ასევე, ჩვენ ვგეგმავთ ოქტომბერში მონაწილეობა მივიღოთ სტამბულში გასამართ ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სათამაშოების გამოფენაზე, სადაც ათი ქართული კომპანია მიირებს მონაწილეობას”, – ამბობს ეკატერინე სარალიძე, “აწარმოე საქართველოშის” ექსპორტის მენეჯერი.

სანდრო პირველი

Share