Home » საზოგადოება » საქართველოში საერთაშორისო სავაჭრო პალატის კომერციული არბიტრაჟი დაფუძნდება
საქართველოში საერთაშორისო სავაჭრო პალატის კომერციული არბიტრაჟი დაფუძნდება

საქართველოში საერთაშორისო სავაჭრო პალატის კომერციული არბიტრაჟი დაფუძნდება

საქართველოში საერთაშორისო სავაჭრო პალატის კომერციული არბიტრაჟი დაფუძნდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, 20 დეკემბერს, პარიზში, საქართველო აღნიშნულ შეთანხმებას ხელს მოაწერს საერთაშორისო არბიტრაჟთან.

„თქვენ იცით, ჩვენი ხედვა, რომ საქართველო გახდეს ეკონომიკური და ფინანსური ცენტრი ჩვენი რეგიონისთვის. ჩვენ დღეს ორი ინიციატივის შესახებ განვაცხადებთ. პირველი ეს გახლავთ, ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა – 20 დეკემბერს, ჩვენ ხელს მოვაწერთ შეთანხმებას საერთაშორისო არბიტრაჟთან, პარიზში, რომლითაც საქართველოში დაფუძნდება საერთაშორისო სავაჭრო პალატის კომერციული არბიტრაჟი. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველო ფაქტობრივად ევროპაში იქნება მეორე ქვეყანა, ვინც მსგავსი ტიპის სერვისს შესთავაზებს ბიზნესს და ზოგადად წაახალისებს ეკონომიკურ აქტივობას. ეს არის ყველაზე მაღალი თამასა, რომელიც კი არსებობს ზოგადად არბიტრაჟის მიმართულებით. ეს არის კიდევ ერთი გზავნილი, რომ საქართველოს მთავრობა აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ მოხდეს საქართველოს კიდევ უფრო ეფექტური ინტეგრირება გლობალურ ეკონომიკაში; რომ საქართველომ შეძლოს და ჩვენ ერთობლივად გავხდეთ რეგიონალური ცენტრი, ფინანსური ცენტრი. ეს არის უმნიშვნელოვანესი წინაპირობა, რომ ჩვენ ამ უმნიშვნელოვანეს მიზანს მივაღწიოთ“, – განაცხადა ბახტაძემ.

Share