Home » ბიზნესი » საქართველოში საერთაშორისო სადაზღვევო ბროკერი “Willis Towers Watson” შემოდის
საქართველოში საერთაშორისო სადაზღვევო ბროკერი “Willis Towers Watson” შემოდის

საქართველოში საერთაშორისო სადაზღვევო ბროკერი “Willis Towers Watson” შემოდის

სადაზღვევო ბროკერი “Gras Savoye” რომელიც ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს მსოფლიოში რეიტინგით მესამე საბროკერო კომპანიამ შეისყიდა. ხანგრძლივი მოლაპარაკებები “Willis Towers Watson” მიერ “Gras Savoye” შესყიდვაზე 2016 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. გამსხვილების ახალ ეტაპზე, სადაზღვევო ბროკერი “Gras Savoye”, რომელიც ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს რებრენდინგს იწყებს.

“Willis Towers Watson” მსოფლიოში რეიტინგით მესამე ბროკერია, რომელსაც 120-ზე მეტ ქვეყანაში 39,000 ადამიანი ჰყავს დასაქმებული, მისი ბრუნვა 8.2 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს და წარმოდგენილია ნიუ იორკის საფონდო ბირჟაზე. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს კონსულტაციას დაზღვევის ნებისმიერი მიმართულებით. “Willis Towers Watson”-ის კლიენტები არიან BP, Disney, HSBC, Barclays, Shell, კოკა- კოლა, კოდაკი და ა.შ.

კომპანიის 5 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება და ახალი ბრენდის სამომავლო გეგმების პრეზენტაცია 15 დეკემბერს, 19:30 წუთზე, მწერალთა სახლში გაიმართება. ღონისძიებას ქართველი და უცხოური ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები დაესწრებიან.

Share