Home » ბიზნესი » საქართველოში პიცერიების რუსული ქსელი “ტაშირ პიცა” შემოდის
საქართველოში პიცერიების რუსული ქსელი "ტაშირ პიცა" შემოდის

საქართველოში პიცერიების რუსული ქსელი “ტაშირ პიცა” შემოდის

პიცერიების  რუსული ბრენდი „ტაშირ პიცა” საქართველოში შემოდის. ბრენდის პირველი ობიექტი სავაჭრო ცენტრ „ისთ ფოინთში” 5 მარტს გაიხსნება.

არსებული ინფორმაციით სამომავლოდ საქართველოში 30 პიცერიის გახსნაა დაგეგმილი, მათ შორის 15 თბილისში, ხოლო 15 სხვა ქალაქებში გაიხსნება. ამჟამად რუსეთში ბრენდის 270 ობიექტია გახსნილი, ხოლო სომხეთში 23. პიცერიის პირველი ობიექტი 1999 წელს კალუგაში გაიხსნა. ერევანში კი პირველი ობიექტი 2004 წლიდან მოქმედებს.

კომპანია მომხმარებელს სთავაზობს კერძების ადგილზე მიტანას, მათ შორის ონლაინ–შეკვეთით.

Tashir Pizza–ს პიცერიის ფართობი 200–დან 350 კვადრატულ მეტრამდე. თითოეული დარბაზი 20–35 მაგიდას მოიცავს.

მის მენიუში პიცების ოცამდე სახეობა შედის.

ლარზე გადაანგარიშებით, Tashir Pizza–ში ფასები 15 ლარიდან დაახლოებით 21 ლარამდე მერყეობს.

რით აპირებს კომპანია კონკურენციის გაწევას ქართულ ბაზარზე წარმოდგენილი პიცერიებისთვის და ცნობილი ბრენდებისთვის, როგორ უყურებენ ახალი მოთამაშის შემოსვლას უკვე მოქმედი კომპანიები – „კომერსანტი“ უახლოეს პერიოდში თემის გაგრძელებას შემოგთავაზებთ.

წყარო: commersant.ge

[wpolling id=”12″ width=”” height=””]

Share