Home » ეკონომიკა » საქართველოში ნავთობპროდუქტების უმსხვილესი იმპორტიორი რუმინეთია
საქართველოში ნავთობპროდუქტების უმსხვილესი იმპორტიორი რუმინეთია

საქართველოში ნავთობპროდუქტების უმსხვილესი იმპორტიორი რუმინეთია

საქართველოში ნავთობპროდუქტების უმსხვილესი იმპორტიორი ქვეყანა რუმინეთია.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მონაცემებით, ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა, 22% ანუ 25,6  ათასი ტონა სწორედ რუმინეთიდან შემოვიდა.

მეორე ადგილზეა ბულგარეთი – 24,6 ათასი ტონა (21,3%),  აზერბაიჯანი  – 21,4 ათასი ტონა (18,5%), თურქმენეთი – 19,0 ათასი ტონა (16,4%),   რუსეთი  – 14,1 ათასი ტონა (12,2%),  საბერძნეთი –  5,0 ათასი ტონა (4,3%), იტალიიდან – 4,9 ათასი ტონა (4,2%), უკრაინა – 1,0 ათასი ტონა (0,9%).

წყარო: BPI

Share