Home » საზოგადოება » საქართველოში ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა იქმნება
საქართველოში ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა იქმნება

საქართველოში ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა იქმნება

ქვეყანაში  არსებული  რეპრესიული  ნარკოპოლიტიკით  გამოწვეული  ნეგატიური  შედეგების შესამსუბუქებლად  და  ნარკოტიკების  მომხმარებელზე  ორიენტირებული  ჯანდაცვისა  და სოციალური პროგრამების  ეფექტიანობის  უზრუნველსაყოფად „ნარკოტიკების  მომხმარებელთა საქართველოს  ქსელის“ ინიციატივით, საქართველოში „ნარკოპოლიტიკის  ეროვნული პლატფორმის“ ჩამოყალიბება იგეგმება.

ორგანიზატორების ინფორმაციით, დაგეგმილია ფართო  საზოგადოებრივი  დიალოგის  ინიცირება, რათა განხორციელდეს კოორდინირებული, მტკიცებულებებზე  დაფუძნებული ინტერვენციები ნარკოპოლიტიკისა და გადამკვეთ სფეროებში არსებულ გამოწვევებზე საპასუხოდ.

ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა გააერთიანებს ყველა დაინტერესებულ მხარეს და ჯგუფს, არასამთავრობო  და  სათემო  ორგანიზაციებს,  სერვისების მიმწოდებლებს, კლინიცისტებს, აკადემიური დარგის წარმომადგენლებს, რომლებიც დაინტერესებულები არიან ან მუშაობენ  ნარკოპოლიტიკის,  ნარკოტიკების  მოხმარების,  აივ/შიდსის, C ჰეპატიტისა და ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში.

„ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა“  არის დაინტერესებული მხარეების ნებაყოფლობითი გაერთიანება, რომელიც იმუშავებს ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციისა და ნარკოტიკების მომხმარებელთა სხვა საჭიროებებზე ეფექტიანი პასუხის უზრუნველსაყოფად, შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩოების შემუშავებაზე.

პლატფორმა  ხელს შეუწყობს  სამოქალაქო  საზოგადოების, სათემო ჯგუფებისა  და  ექსპერტების ჩართულობას ნარკოტიკებთან დაკავშირებული  პოლიტიკის ფორმირებაში და ადვოკატირებას გაუწევს ეფექტიანი და ჰუმანური პოლიტიკის ჩამოყალიბებას და განხორციელებას”, – აცხადებენ ორგანიზატორები.

პლატფორმის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები/ამოცანები:

1. ნარკოტიკებთან დაკავშირებულიკანონმდებლობის რეფორმა

ყველა სახის ნარკოტიკის მოხმარებისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გაუქმება
საკუთარი მოხმარების მიზნით მცენარეების კულტივირებისათან დაკავსირებული კანონმდებლობის გადახედვა.

მცირე ოდენობის შეძენა/შენახვაისათვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გაუქმება
ნარკოტიკების მოხმარებისთვის და მცირე ოდენობით პირადი მოხმარებისთვის შეძენა/შენახვისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გაუქმება (გარდა მოხმარების პროცესისა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ან არაფხიზელ მგომარეობაში ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვისა)
დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით პირადი მოხმარების მიზნით ნარკოტიკების შეძენა/ შენახვისათვის სასჯელის დისკრეცია/განსაზღვრა-0 წლიდან
ნარკოტიკების ადეკვატური ოდენობების დადგენა.

2. ნარკოტიკების მომხმარებლებისათვის ხარისხიან სერვისებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა

ნარკოტიკების მომხმარებლებისათვის მკურნალობის, რეაბილიტაციის და ზიანის შემცირების პროგრამების ლეგალური ბაზის უზრუნველყოფა და რეგულაციების დახვეწა.

აღნიშნული პროგრამების ფინანსური მდგრადობისა უზრუნველყოფა გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის პრინციპების გათვალისწინებით.

ამბულატორიული და რეზიდენტული (ასევე კომუნის ტიპის)სარეაბილიტაციო ცენტრების ქსელის/სისტემის დაფუძნების ხელშეწყობა.

სასჯელაღსრულების სისტემაში მკურნალობის და რეაბილიტაციის სისტემის გაფართოება.

საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ამაღლება ნარკოტიკების მოხმარების საკითხებზე ნარკოტიკების მომხმარებლების მიმართ სტიგმა/დისკრიმინაციის შესამცირებლად.

მომხმარებლების მიმართ სტიგმისა და დისკრიმინაციის შემცირება.

ნარკოპოლიტიკის რეფორმის სასასრგებლოდ საზოგადოებრივი შეკვეთის ფორმირება/მხარდაჭერა.

წყარო: ლიბერალი

Share