Home » საზოგადოება » საქართველოში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ბუმია
საქართველოში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ბუმია

საქართველოში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ბუმია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, 1 მარტიდან 31 მარტის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 758 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 31 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულების ნიშნებს შეიცავს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდს ინფორმაციით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი – 202 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე, აჭარის რეგიონული სამმართველოს მასშტაბით 34 ფაქტი დაფიქსირდა, იმერეთში – 66 ფაქტი, გურიაში -13, ხოლო რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში – 24, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე – 45 ფაქტი, მცხეთა-მთიანეთიში- 46 ფაქტი, შიდა ქართლში – 18, ქვემო ქართლის მასშტაბით – 115 ფაქტი, ხოლო სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე – 95 ფაქტი.

ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 2572 მ3-მდე ხე-ტყე.

ამავე პერიოდში, სახერხი საამქროს რეგლამენტის დარღვევის 78 ფაქტი დაფიქსირდა. ამოღებულია და ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოშია გადატანილი 28 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი დანადგარი.

მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.

Share