Home » ახალი ამბები » საქართველოში ჩეხური ლუდის სახარში და ქარხანა აშენდება
საქართველოში ჩეხური ლუდის სახარში და ქარხანა აშენდება

საქართველოში ჩეხური ლუდის სახარში და ქარხანა აშენდება

წამყვანი ჩეხური კომპანიები საქართველოში ინვესტიციების განხორციელებას გეგმავენ. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, პრაღაში ჩეხური კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს დელეგაციას სამუშაო სადილზე ჩეხეთის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრმა უმასპინძლა.

საუბარი შეეხო საქართველოს ეკონომიკის ყველა იმ მიმართულებას, რომელთა მიმართაც ჩეხური ბიზნესის წარმომადგენლებმა ინვესტიციების განხორციელების ინტერესი გამოხატეს. უკვე გადაწყდა საქართველოში ჩეხური ლუდის სახარშისა და ქარხნის მშენებლობა.

 

წყარო: 2030

Share