Home » ეკონომიკა » საქართველოში ბიზნესის ნდობის ინდექსი გაუმჯობესდა
საქართველოში ბიზნესის ნდობის ინდექსი გაუმჯობესდა

საქართველოში ბიზნესის ნდობის ინდექსი გაუმჯობესდა

საქართველოში ბიზნესის ნდობის ინდექსი მკვეთრად გაუმჯობესდა და -100/100 ბალიანი შკალით 11-დან 14 პუნქტამდე გაიზარდა.

„კვირიკაშვილის ეფექტი“ – ასე უწოდებენ თსუ-ს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) მკვლევრები საქართველოს გაუმჯობესებულ მონაცემებს. მათი მოსაზრებით, იმის ფონზე რომ საქართველოში მაკროეკონომიკური კუთხით რაიმე მასშტაბური ცვლილება არ მომხდარა, ბიზნესის ნდობის ინდექსის განმტკიცება შეიძლება ჩაითვალოს ნდობის ვოტუმად საქართველოს პრემიერ-მინისტრგიორგი კვირიკაშვილისთვის ბიზნესწრეების მხრიდან.

ISET აღნიშნავს, რომ კვირიკაშვილის პრემიერობის პირველ რამდენიმე თვე გამოირჩა ბიზნესის დახმარებისკენ მიმართული უამრავი ინიციატივით, მათ შორის საგადასახადო კოდექსისა და საგადასახადო ადმინისტრირების კუთხით.

„ბიზნესის მოლოდინების კუთხითდაფიქსირდა მოულოდნელი და აუხსნელი გაუმჯობესება. ბიზნესსექტორის ენთუზიაზმი შესაძლოა, იმით იყოს გამოწვეული, რომ კვირიკაშვილისთვის ბიზნესთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება და კერძო სექტორის სასარგებლოდ გადაწყვეტილებების მიღება პრიორიტეტულია“, – წერს ISET.

კვლევის თანახმად, გასული წლის მეოთხე კვარტალში მოსალოდნელმა საცალო ფასებმა უმაღლეს მაჩვენებელს მიაღწია, ხოლო 2016 წლის იანვარში წლიურმა ინფლაციამ 5,6% შეადგინა.

„საახალწლო პერიოდმა საშუალება მისცა ბიზნესს, დაარეგულირებინა ფასები ვალუტის კურსის გაუფასურების შესაბამისად, რის გამოც კომპანიები აღარ ელოდებიან საცალო გაყიდვების სექტირში მომდევნო ზრდას “, – აღნიშნულია კვლევაში.

ISET საქართველოში ბიზნესის კეთების ყველაზე შემზღუდავ ფაქტორად არასაკმარის მოთხოვნას ასახელებს, მცირე და საშუალო ბიზმესისთვის ფინანსური რესურსების მოზიდვა გაცილებით უფრო რთულია, ვიდრე დიდი კომპანიებისთვის. ISET-ის კვლევაში მონაწილეობა 222-მა კომპანიამ მიიღო, აქედან 158 მცირე და საშუალო, 64 კი დიდი კომპანია იყო.

წყარო: Bpn.ge

Share