Home » საზოგადოება » საქართველოში 5 თვეში საერთაშორისო მოგზაურთა და ტურისტების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა
საქართველოში 5 თვეში საერთაშორისო მოგზაურთა და ტურისტების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა

საქართველოში 5 თვეში საერთაშორისო მოგზაურთა და ტურისტების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა

საქართველოში 5 თვეში საერთაშორისო მოგზაურთა და ტურისტების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა. სტატისტიკა მედიას დღეს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ გააცნო.

2016 წლის მაისის თვის მონაცემებით, საქართველოს 522,359 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14,9%-ია.

მაისის თვის მაჩვენებლებით იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 204,714 შეადგინა. ზრდა +24.3%.

2016 წლის მაისი – ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ თურქეთიდან (+6.8%), აზერბაიჯანიდან (+18.6%), სომხეთიდან (+3.9%), რუსეთიდან (+18.7%) და უკრაინიდან (+30.9%) განხორციელდა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, მაისში გამოირჩნენ ლატვია +64%,, პოლონეთი +30%, გერმანია +29% და ლიტვა +21%. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან ინდოეთი +319%, ირანი +300%, ისრაელი +122%, ომანი +149% და საუდის არაბეთი +85%.

საერთაშორისო მოგზაურების ზრდა დაფიქსირდა 5 თვის მონაცემებითაც, საერთაშორისო მოგზაურების ჯამურმა რაოდენობამ 2,119,275 შეადგინა, ზრდა კი +15.3%-ია. ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 782,814 შეადგინა, რაც +18.8%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემზე.

2016 წლის იანვარი – მაისის პერიოდში ყველაზე მეტი ვიზიტი აზერბაიჯანიდან (+22%), თურქეთიდან (+6.6%), სომხეთიდან (+2.8%), რუსეთიდან (+19.6%) და უკრაინიდან (+23.8%) განხორციელდა.

პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-მაისში გამოირჩნენ ლატვია +35%, იტალია +22%, პოლონეთი +15% და საფრანგეთი +10%. განსაკუთრებული ზრდა ფიქსირდება შემდეგი ქვეყნებიდანირანი (+361%), ინდოეთი +(335%),ომანი (+329%), ისრაელი (+113%), არაბთა გაერთიანებული საემიროები (+69%), ბელორუსი (+46%), უზბეკეთი (+41%), ყაზახეთი (+25%) დამოლდოვა (+22%).

2015 წლის ჯამური მონაცემებით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენდა 1.94 მილიარდ დოლარს (ზრდა +8.3), რაც 149 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 2015 წლის ჯამური მონაცემებით შეადგენს 6.7%-ს. ზრდა წინა წელთან შედარებით +16.2%-ია.

2015 წლის მაისის თვეში დაფიქსირდა საერთაშორისო შემოსვლების რეკორდული მაჩვენებელი. რეკორდულია ასევე 2016 წლის 5 თვის ჯამური მონაცემიც.

2016 წელს ხუთი თვის საერთაშორისო შემოსვლების ჯამურმა მაჩვენებელმა პირველად გადააჭარბა ორ მილიონ ვიზიტს.

Share