Home » საზოგადოება » საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია გაუმჯობესდა
საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია გაუმჯობესდა

საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია გაუმჯობესდა

საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციამ, 2019 წლის 30 ივნისის მდგომარეობით  მინუს 22 მილიარდ 800  მილიონი ამერიკული დოლარი ანუ მინუს 65 მილიარდ 500 მილიონი ლარი შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მთლიანი შიდა პროდუქტის მინუს 142.1 პროცენტია. ეროვნული ბანკის ცნობით, აღნიშნული მაჩვენებელი წინა კვარტალთან შედარებით, 446 მილიონ 700 ათასი ამერიკული დოლარით გაუმჯობესდა.

ამასთან, სებ-ის ცნობით, 2019 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, მთლიანი საერთაშორისო აქტივები 10 მილიარდ 300 მილიონი დოლარი ანუ 29 მილიარდ 600 მილიონი  ლარია, რაც წინა კვარტლის მაჩვენებელს 448 მილიონ 900 ათასი დოლარით აღემატება.

მთლიანმა საერთაშორისო ვალდებულებებმა 33 მილიარდ 100 მილიონი ამერიკული დოლარი ანუ 95 მილიარდ 100 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა კვარტლის მაჩვენებელზე 2 მილიონ 200 ათასი დოლარით მეტია.
ცნობისთვის, ქვეყნის წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია არის სხვაობა ქვეყნის საგარეო ფინანსურ აქტივებსა და ვალდებულებებს შორის.

Share