Home » საზოგადოება » „საქართველოს წინაშე ორი ყველაზე უფრო მტკივნეული გამოწვევა გვაქვს – ოკუპაცია და სიღარიბე“
„საქართველოს წინაშე ორი ყველაზე უფრო მტკივნეული გამოწვევა გვაქვს - ოკუპაცია და სიღარიბე“

„საქართველოს წინაშე ორი ყველაზე უფრო მტკივნეული გამოწვევა გვაქვს – ოკუპაცია და სიღარიბე“

„მე ყოველთვის აღვნიშნავდი, რომ საქართველოს წინაშე ჩვენ გვაქვს ორი ყველაზე უფრო მტკივნეული გამოწვევა – ეს არის ოკუპაცია და ეს არის სიღარიბე,“ – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. პრემიერის თქმით, ქვეყანაში 2012 წლიდან რეალური ცვლილებები დაიწყო და როგორც ბახტაძემ აღნიშნა, მისი ყველა წინამორბედი ქვეყანაში სიღარიბის შემცირებას ცდილობდა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში სიღარიბე 10%-ით შემცირდა.

„მე ყოველთვის აღვნიშნავდი, რომ საქართველოს წინაშე ჩვენ გვაქვს ორი ყველაზე უფრო მტკივნეული გამოწვევა – ეს არის ოკუპაცია და ეს არის სიღარიბე. ჩვენი ეროვნული ამოცანაა, რომ ეს ორივე გამოწვევა ერთობლივი ძალისხმევით დავძლიოთ. სწორედ ამის გარშემო უნდა იყო გაერთიანებული საქართველოს თითოეული მოქალაქის ძალისხმევა. ყველას გვინდა, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს სიღარიბის გარეშე, სადაც თითოეულ მოქალაქეს ექნება ღირსეული ცხოვრების უფლება. ჩვენი მიზანია, რომ საქართველო დაუბრუნდეს თავის დიდ ევროპულ ოჯახს, სადაც ადამიანის თავისუფლება და უფლებები, სასამართლოს და მედიის თავისუფლება, კანონის უზენაესობა, კერძო საკუთრება წარმოადგენს მთავარ ღირებულებას, სადაც დღის წესრიგი განისაზღვრება დემოკრატიული, ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტების და ეკონომიკური განვითარების პარადიგმაზე დაყრდნობით.

რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის მიღწევა არის ძალიან რთული ამოცანა იმ გამოწვევებიდან გამომდინარე, რომელიც დღეს საქართველოს წინაშე გვაქვს. ჩვენ რეალური ცვლილებები დავიწყეთ 2012 წლიდან და ყველა ჩემი წინამორბედი მაქსიმალურს აკეთებდა იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგარი ყველაზე რთული პრობლემა – სიღარიბე – რაც შეიძლება სწრაფი ტემპებით შეგვემცირებინა. მნიშვნელოვანი შედეგები გვაქვს ამ თვალსაზრისით. დაახლოებით, 10%-ით შევამცირეთ სიღარიბე, მაგრამ ამის მიუხედავად სამწუხაროდ, ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი ცხოვრობს სიღარიბეში. სამწუხაროდ, მთავარ ეკონომიკურ გამოწვევად ჯერ კიდევ რჩება უმუშევრობა და ეს ძალიან რთული ბარიერია იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო სწრაფი ტემპებით განვითარდეს,“ – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

გთხოვთ, მიიღოთ მონაწილეობა “ბანკები და ფინანსების” გამოკითხვაში

 

Share