Home » ეკონომიკა » საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორების რეიტინგი
საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორების რეიტინგი – ლიდერი ირლანდიაა

საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორების რეიტინგი

თურქეთმა საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის სტატუსი დაკარგა და მას ირლანდია ჩაენაცვლა.

უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორზე მოდის, მთლიანი ვაჭრობის 14,8%, რაც თანხობრივ განაწილებაში 209 მლნ აშშ დოლარია.

2016 წლის იანვარ-თებერვალში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 69 % შეადგინა.

თურქეთი ათეულში მეორე ადგილზეა 199 მლნ აშშ დოლარით, რუსეთი – 117 მლნ აშშ დოლარი, ჩინეთი 109 მლნ აშშ დოლარი, აზერბაიჯანი 103,8 მლნ აშშ დოლარი, გერმანინა 60,2 მლნ აშშ დოლარი, უკრაინა – 52 მლნ აშშ დოლარი, სომხეთი – 49 მლნ აშშ დოლარი, იტალია – 41 მლნ აშშ დოლარი, ბულგარეთი – 38 მლნ აშშ დოლარი.

“საქსტატის” მონაცემებით, 2016 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვ 2%-ით შემცირდა და 1,413 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.

მთლიანი საგარეო სავაჭრო ბრუნვიდან ექსპორტი 281 მლნ აშშ დოლარია, იმპორტი 1,132 მლრდ აშშ დოლარი.

ერთიო წლის განმავლობაში ექსპორტი 13%-ით შემცირდა, იმპორტი კი 1%-ით გაიზარდა.

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2016 წლის იანვარ-თებერვალში 852 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 60 პროცენტი შეადგინა.

 

12515998_10208057753099149_375047183_n

Share