Home » ახალი ამბები » საქართველოს რკინიგზა ენიო მორიკონეს კონცერტისთვის თბილისი-ბლექ სი არენას მიმართულებით დამატებით რეისს ნიშნავს
საქართველოს რკინიგზა ენიო მორიკონეს კონცერტისთვის თბილისი-ბლექ სი არენას მიმართულებით დამატებით რეისს ნიშნავს

საქართველოს რკინიგზა ენიო მორიკონეს კონცერტისთვის თბილისი-ბლექ სი არენას მიმართულებით დამატებით რეისს ნიშნავს

მგზავრების თხოვნის გათვალისწინებით, საქართველოს რკინიგზა ენიო მორიკონეს კონცერტის დღეს, თბილისი-ბლექ სი არენას მიმართულებით დამატებით რეისს ნიშნავს. 19 მაისს, Black Sea Arena-ზე, იტალიელი მუსიკოსის, კონცერტზე დასწრების მსურველებს თბილისი-ბათუმის მიმართულებით მოძრავი „შტადლერის“ (Stadler Kiss) ორსართულიანი მატარებელი (#888-887) მოემსახურებათ.

დამატებითი რეისის მიხედვით: მატარებელი თბილისიდან 14.10 წუთზე გავა და „Blach Sea Arena”-სთან მდებარე ბაქანზე 18.30 წუთზე ჩავა. კონცერტის დასრულების შემდეგ კი მატარებელი, იმავე ბაქნიდან თბილისის მიმართულებით, 00.05 წუთზე გამოვა და დედაქალაქში 04.25 წუთზე ჩამოვა. მგზავრებს ბილეთების შეძენა ცენტრალური ვაგზლის სალაროებში, რკინიგზის ოფიციალურ ვებ-გვერდსა და აპლიკაციიის (Georgian Railway Tickets) საშუალებით შეეძლებათ.

Share