Home » ეკონომიკა » საქართველოს პოლიტიკური ვექტორის მდგრადობასა და ეკონომიკურ სტაბილურობას, დიდი გამოცდა ელის
საქართველოს პოლიტიკურ ვექტორის მდგრადობასა და ეკონომიკურ სტაბილურობას, დიდი გამოცდა ელის

საქართველოს პოლიტიკური ვექტორის მდგრადობასა და ეკონომიკურ სტაბილურობას, დიდი გამოცდა ელის

აშშ-ს პროტექციონისტული ღონისძიებებიან  გამომდინარე,  დაწყებული სავაჭრო ომი, დიდი ალბათობით მსოფლიო ეკონომიკის შენელებას გამოიწვევს. შესაბამისად  ეკონომიკაში გაჩნდება  ახალი გაურკვევლობები, რომელიც აუცილებლად გამოიწვევს პროდუქციის გაძვირებას, გაძვირებული პროდუქცია  კი პირველ რიგში დაზარალებს მომხმარებელს,რომელთა რიგებში თითოეული ჩვენთაგანი მოიაზრება.

დავიწოთ იქედან, რომ აშშ- ს მხრიდან „ირანის ატომური „ ხელშეკრულებიდან გამოსვლა,სერიოზულ ზიანს მიაყენებს ევროპულ კომპანიებს. სიტუაცია საკმაოდ  სერიოზულია,რამდენად დაემორჩილება ევროპული ბიზნესი დაეთანხმოს ამერიკის დიქტატს ამ საკითხებში ჯერ კიდევ დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, ვინაიდან ევროპულ კომპანიებს სერიოზული ინვესტიციები აქვთ ირანში ჩადებული და შესაბამისად ბანკებთან წარმოქმნილა გარკვეული ვალდებულებებიც გააჩნია რომლებიც უნდა შესრულდეს.

შეგახსენებთ რომ 7 აგვისტოს აშშ მა დამატებითი  25%  გადასახადები დააწესა ჩინეთიდან შემოსულ 279 დასახელების პროდუქტზე, რომელთა საერთო ღირებულება  16 მილიარდ  დოლარამდეა. აღნიშნული გადასახადები ძალაში 23 აგვისტოდან შევა.

თავის მხრივ ჩინეთმაც შემოიღო გადასახადები აშშ ში წარმოებულ 660 დასახელების პროდუქციაზე .

 პოლიტიკური უთანხმოების გამო,  სამი დღის უკან აშშ- მ თურქეთში წარმოებულ ფოლადსა  და ალუმინს ასევე 25% იანი საიმპორტო გადასახადი დაუწესა. რიგი სანქციების კასკადი შეიმუშავა ასევე რუსეთის მიმართაც,რომელიც ასევე დაიწყება 23 აგვისტოდან  და 3 თვის შემდეგ ეტაპ-ეტაპ შევა ძალაში.

აღნიშნულმა საკითხებმა თურქული ლირისა და რუსული რუბლის გაუფასურება გამოიწვია ,შესაბამისად 18% და14% მდე.(შეგახსენებთ,რომ თურქული ლირა მიმდინარე წელს სულ 40% ით გაუფასურდა და რუბლის 14% იან გაუფასურებას შეუძლია დამატებით  ინფლაციის 0,5% ით  მეტად ზრდა გამოიწვიოს ).

აღნშნული ვალუტების გაუფასურებამ მსოფლიო ფინანსურ ბაზრებზე საგრძნობი რყევები გამოიწვია.ვარაუდობთ, რომ თურქული ლირის გაუფასურება განვითარებადი ქვეყნების ბაზრებზე გავრცელდება და ევროპის საბანკო სისტემაზე უარყოფითად აისახება.

შექმნილ სიტუაშიაში, თურქეთი აპირებს სავაჭრო პარტნიორებთან, როგორებიცაა რუსეთი,ჩინეთი და უკრაინა ,ვაჭრობა ეროვნულ ვალუტაში აწარმოოს. თურქეთის პრეზიდენტმა ერდოგანმა ,ასევე მოუწოდა თურქ ბიზნესმენებს ,რომ გაყიდონ ევრო ,დოლარი და შეიძინონ თურქული ლირა.(ამ რეკომენდაციას რამდენად გაიზიარებს თურქეთის ბიზნეს ელიტა ეს მეორე საკითხია). თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით ,იგი ასევე მზადაა ევროპის სხვა ქვეყნებთანაც,რომელთაც სურს დოლარის ზეწოლისაგან განთავისუფლება  იგივე სავაჭრო სისტემა დაამკვიდროს.

საყურადღებოა ის ფაქტიც,რომ ახლახანს აქტაუში,  კასპიის ზღვის აუზის ხუთმა სახელმწიფომ (აზერბაიჯანმა,თურქმენეთმა,ირანმა,რუსეთმა და ყაზახეთმა) ხელი მოაწერა ურთიერთანამშრომლობის კონვენციას. დღის წესრიგშია შეთანხმების მიღწევა საზღვრების,რესურსებისა და წიაღირსეულის რაციონალურად გამოყენების საკითხებში,ასევე სატრანსპორტო გადაზიდვების კოორდინირებისა და განვითარების საკითხიც.

აშშ და თურქეთს შორის დაძაბულობის გაგრძელება დიდი ალბათობით, ნატოს შემადგენლობიდან თურქეთის გამოსვლას გამოიწვევს  რაც რუსეთსა და თურქეთს  შორის ურთიერთობებს განამტკიცებს.

 რუსეთის ვიცე პრემიერმა ,ფინანსთა მინისტრმა ანტონ სილუანოვმა კვირას გააკეთა განცხადება, რომ რუსეთი მინიმუმამდე დაიყვანს კაპიტალდაბანდებას აშშ -ს  სახელმწიფო ფასიან ქაღალდებში და ანგარიშსწორებებს ძირითადად  მოახდენენ  ეროვნულ ვალუტაში,ევროსა და ჩინურ იუანებში,რათა შეამცირონ  მოთხოვნა აშშ დოლარზე .საჭიროების სემთხვევაში რუსეთმა ,ასევე გამოხატა მზაობა, ნავთობით ვაჭრობისას , კონტრაქტებში შესაძლებელია  ფასი  მითითებული  დატოვოს  დოლარის ექვივალენტში ,მაგრამ გადახდის სასშუალებად მიიღოს  მხოლოდ ეროვნული რუბლი  , ევროპის  ვალუტა ევრო ან სხვა ქვეყნის თავისუფლად კონვენტირებადი ფულადი ერთეული.

ყოველივე ზემოთარნიშნული მიანიშნებს, რომ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური ვექტორის სიმყარესა   და  ეკონომიკურ სტაბილურობას  წინ დიდი გამოცდა ელის.

იმ შემთხვვევაში, თუ ზემოთხსენებული  ქვეყნების ლიდერები  ვერ შეთანხმდებიან,დაძაბულობა არ მოიხსნება  და თავიანთ განცხადებებს რეალურ მოქმედებაში მოიყვანენ, მეზობელი რეგიონის ქვეყნებში გამოწვეული პოლიტიკური თუ ეკონომიკური რყევები დიდი ალბათობით უარყოფით ზეგავლენას იქონიებს ჩვენს ეკონომიკაზე, რომელიც გარდა  ლარის კურსის მნიშვნელოვანი რყევისა ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებშიც  მნიშვნელოვან  ნეგატიურ ცვლილებებს გამოიწვევს.

 ვიმედოვნებთ, რომ ქვეყნის  როგორც პოლიტიკური ,ასევე  ეკონომიკის მართველი გუნდი ყურადღებით მოეკიდება  მეზობელ რეგიონალურ ქვეყნებში, აშშ-ის პროტექციონისტური ღონისძიებებიდან  გამოწვეულ  პროცესებს და  თავს აგვარიდებს მისგან მოსალოდნელ ნეგატიურ ცვლილებს.

ეკონომიკის დოქტორი, ნიკა შენგელია.

Share