Home » საზოგადოება » საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა 0,1%-ით გაიზარდა
საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა 0,1%-ით გაიზარდა

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა 0,1%-ით გაიზარდა

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა 0,1%-ით გაიზარდა

2018 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 მლნ 729,6 ათასი კაცი შეადგინა და წინა წელთან შედარებით 0,1 პროცენტით გაიზარდა. ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, 2017 წელს დაფიქსირდა დადებითი ბუნებრივი მატება (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) და 5 471 კაცი შეადგინა.

საქართველოს მოსახლეობის 58,3 პროცენტი ცხოვრობს საქალაქო დასახლებებში. ამასთან, თბილისის მოსახლეობა მთლიანი მოსახლეობის თითქმის მესამედია.

წინა წელთან შედარებით მამაკაცების წილი მთელ მოსახლეობაში 0,3 პროცენტით გაიზარდა და შეადგინა 1 მლნ 791,6 ათასი კაცი, ხოლო ქალების წილი 0,1 პროცენტით შემცირდა და 1 მლნ 938,1 ათასი შეადგინა.

საქართველოს მოსახლეობის 48 პროცენტი მამაკაცი, ხოლო 52 პროცენტი – ქალია.

Share