ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევით, გამოკითხული მოსახლეობის ნახევარზე მეტი (51%) ინტერნეტს ყოველდღიურად იყენებს. 31%-ს არასოდეს გამოუყენებია, 2%-მა კი საერთოდ არ იცის რა არის ინტერნეტი.
ინტერნეტით კვირაში ერთხელ მაინც სარგებლობს გამოკითხულთა 9%, თვეში ერთხელ – 2 %, უფრო იშვიათად კი 5%.
გამოკითხვაში 2194 ადამიანი მონაწილეობდა. კვლევა პირდაპირი ინტერვიუს მეთოდი 20 მარტიდან 4 აპრილს პერიოდში ჩატარდა.