Home » ახალი ამბები » საქართველოს მედიამონიტორიგის ცენტრი და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს გააფორმებენ
საქართველოს მედიამონიტორიგის ცენტრი და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს გააფორმებენ

საქართველოს მედიამონიტორიგის ცენტრი და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს გააფორმებენ

 ხვალ, 4 სექტემბერს, პარასკევს, 12:00 საათზე, სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში (მისამართი: თბილისი, გმირ კურსანტთა ქ. #1) ხელი მოეწერება ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიასა და საქართველოს მედიამონიტორიგის ცენტრს შორის. მემორანდუმი ითვალისწინებს მხარეებს შორის პერმანენტულ თანამშრომლობას, რაც გულისხმობს ერთობლივი საზოგადოებრივი, საგანმანათლებლო, სამეცნიერო-პროპაგანდისტული და სხვა სახის მედიაპროექტების გახორციელების ხელშეწყობას; აკადემიის საქმიანობის, განსაკუთრებით, შსს არქივის დაქვემდებარებაში არსებული მასალების მიხედვით მომზადებული სამეცნიერო კვლევების, სტატიების, პუბლიკაციების, ინტეგრირებული კვლევების, მხატვრულ-დოკუმენტური ფილმების, საიმიჯო ვიდეო-რგოლებისა და სხვა სახის ინტელექტუალურ-შემოქმედებითი პროდუქციის პოპულარიზაციას. თანამშრომლობის მიზანია, ხელი შეუწყოს ქვეყნის უახლესი წარსულის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდას, არქივში დაცული მასალების კვლევას და ანალიზს, მომავალი თაობების მიერ საბჭოთა მმართველობის გააზრებას, რაც უმნიშვნელოვანესია ქვეყნის დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით.

გთხოვთ, გვეწვიოთ!

Share