Home » ბიზნესი » საქართველოს კომერციული ბანკების ფინანსური მაჩვენებლები 2016 წლის II კვარტლის მიხედვით
საქართველოს კომერციული ბანკების ფინანსური მაჩვენებლები 2016 წლის II კვარტლის მიხედვით

საქართველოს კომერციული ბანკების ფინანსური მაჩვენებლები 2016 წლის II კვარტლის მიხედვით

საბანკო სექტორის მოგება 19.6%-ით გაიზარდა

 2016 წლის პირველ ნახევარში საქართველოს საბანკო სექტორის წმინდა მოგებამ 290.655 მლნ ლარი შეადგინა, რაც 19.6%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე, რომელიც 242.988 მლნ ლარი იყო.

პირელ ორ კვარტალში საბანკო სექტორმა 1.574 მლრდ ლარის შემოსავლები მიიღო და 1.264 მლრდ ლარის ხარჯები დააფინანსა, ხოლო შარშან ივნისის ბოლოს ეს რიცხვები იგივე თანმიმდევრობით 1.825 მლრდ ლარი და 1.539 მლრდ ლარი იყო.

პირველი ივლისის მდგომარეობით კომერციული ბანკების შემოსავალი 1,574 მილიარდი ლარი იყო, რაც 303 მილიონით აჭარბებს მაისის მაჩვენებელს. სტაბილურად იზრდება ბანკების პროცენტული შემოსავალიც და ამ დროისთვის 1,154 მილიარდ ლარს აღწევს.  აღსანიშნავია, რომ კომერციული ბანკები ყველაზე დიდ შემოსავალს ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხებიდან იღებენ – 615,5 მილიონი ლარი, იურიდიული პირებზე გაცემული სესხებიდან შემოსავალი – 416 მილიონი ლარია.

სწრაფი ტემპებით იზრდება შემოსავალი ფასიანი ქაღალდებიდან და ეს მაჩვენებელი იანვარ-ივნისში უკვე 102,3 მილიონ ლარს აღწევს. შარშან მთელი წლის განმავლობაში ბანკებმა ფასიანი ქაღალდებიდან 173 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს.  საკომისიოებიდან მიღებულმა თანხამ კი 132,2 მილიონ ლარს მიაღწია. საბოლოო ჯამში, იანვარ-ივნისში კომერციული ბანკების წმინდა მოგება 290,7 მლნ ლარია.

ეროვნული ბანკის ოფიციალური ინფორმაციით, ივნისში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 2.0 მლრდ ლარით, ანუ 8.8%-ით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 3.2%-ით) და 25.3 მლრდ ლარი შეადგინა. საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 3.7 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 14.6 პროცენტია.

ბანკების მოგების მსგავსად გაიზარდა დეპოზიტებისა და სესხების მოცულობაც. კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა (არარეზიდენტებზე გაცემული სესხების ჩათვლით), 2016 წლის ივნისში, წინა თვესთან შედარებით 1.2 მლრდ ლარით (7.8 პროცენტით) გაიზარდა და პირველი ივლისისათვის 16.4 მლრდ ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 69.3 მლნ ლარით (1.2 პროცენტით) გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 1.1 მლრდ ლარით (11.6 პროცენტით) გაიზარდა.

2016 წლის ივლისისთვის თვის 2016 წლის ივნისის ბოლოს კომერციულ ბანკებს იურიდიულ პირებზე   ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 1.7 მლრდ ლარის კრედიტი, რაც წინა თვესთან შედარებით 7.3 პროცენტით მეტია, ხოლო უცხოური ვალუტით – 5.9 მლრდ ლარის (18.3 პროცენტით მეტი) მოცულობის სესხი.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის პირველი ივლისისთვის მთლიანი სესხების დოლარიზაციის მაჩვენებელი 65,5%-ია, რაც გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, 0.26 პროცენტული პუნქტით გაიზარდა წინა თვესთან შედარებით.

სესხების მსგავსი ტენდენცია ფიქსირდება დეპოზიტების მიმართულებითაც. საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2016 წლის პირველი ივლისისათვის 14.3 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 849.5 მლნ ლარით ანუ 6.3 პროცენტით მეტია პირველი ივნისისათვის არსებულ მაჩვენებელზე.

დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი ივლისისათვის 67,25 პროცენტი შეადგინა,რაც წინა თვესთან შედარებით 0,32%-ით მეტია. უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 82.6 პროცენტი, ხოლო ევროს წილმა 14.6 პროცენტი შეადგინა.

ასევე დეტალურად გთავაზობთ კომერციული ბანკების ფინანსურ მაჩვენებლებს პირველი ორი კვარტლის მდგომარეობით.

თიბისი ბანკის” მოგება 45,8 %-ით გაიზარდა

თიბისი ბანკის წმინდა მოგებამ ამ წლის მეორე კვარტლის ბოლოსთვის 92,3 მლნ ლარი შეადგინა, რაც 45,8%-ით მეტია, ვიდრე შარშან ივნისის ბოლოს, როცა ბანკის წმინდა მოგება 63,3  მლნ ლარი იყო.

ამ პერიოდში ბანკის აქტივები 6,1 მლრდ ლარიდან 6.5 მლრდ ლარამდე არის გაზრდილი, ხოლო ვალდებულებები – 5,1 მლრდ ლარიდან 5.4 მლრდ ლარამდე.

928,9 მლნ ლარიდან 1.1 მლრდ ლარამდე არის გაზრდილი ბანკის სააქციო კაპიტალი.

საქართველოს ბანკის” მოგება 57.8%-ით გაიზარდა

საქართველოს ბანკის წმინდა მოგებამ ამ წლის მეორე კვარტლის ბოლოს 113 მლნ ლარი შეადგინა, რაც 57.8%-ით მეტია გასული წლის ივნისის ბოლოსთვის არსებულ მოგებაზე, მაშინ ბანკის მოგება 71,6 მლნ ლარი იყო.

2015 წლის ივნისის ბოლოდან ამ წლის ანალოგიური პერიოდამდე ბანკის აქტივები 8,43 მლრდ ლარიდან 8,46 მლრდ ლარამდე გაიზარდა, ვალდებულებები – 7,18 მლრდ ლარიდან 7.43 მლრდ ლარამდე.

ბანკის სააქციო კაპიტალი შემცირებულია – 1.24 მლრდ ლარიდან 1,03 მლნ ლარამდე.

ვითიბი ბანკის მოგება 41 %-ით გაიზარდა

ვითიბი ბანკი ჯორჯიას წმინდა მოგებამ ამ წლის მეორე კვარტლის ბოლოსთვის 8.9 მლნ ლარი შეადგინა და ეს 41%-ით მეტია, ვიდრე შარშან ივნისის ბოლოს, როცა ბანკის წმინდა მოგება 6.3 მლნ ლარს შეადგენდა.

ვითიბის მთლიანი აქტივები ამ პერიოდში 1.1 მლრდ ლარიდან 1.3 მლრდ ლარამდე არის გაზრდილი, ხოლო ვალდებულებები – 1 მლრდ ლარიდან 1.19 მლრდ ლარამდე.

ბანკის სააქციო კაპიტალიც გაზრდილია – 115 მლნ ლარიდან 139 მლნ ლარამდე.

ბანკი ქართუს” მოგება 58.5%-ით შემცირდა

ბანკი ქართუს წმინდა მოგებამ ამ წლის მეორე კვარტლის ბოლოსათვის 17 მლნ ლარი შეადგინა და ეს 58.5%-ით ნაკლებია, ვიდრე შარშან ივნისის ბოლოს, როცა ბანკს 41 მლნ ლარის წმინდა მოგება ჰქონდა მიღებული.

ქართუს აქტივები შარშანდელი ივნისის შემდეგ 996,7 მლნ ლარიდან 1.26 მლრდ ლარამდე არის გაზრდილი, ხოლო ვალდებულებები – 743,3 მლნ ლარიდან 1 მლრდ ლარამდე.

ბანკის სააქციო კაპიტალი კი შემცირებულია – 253 მლნ ლარიდან 234 მლნ ლარამდე.

ლიბერთი ბანკის” მოგება 10,5%-ით შემცირდა

 ლიბერთი ბანკის წმინდა მოგებამ ამ წლის მეორე კვარტლის ბოლოსთვის 12,7 მლნ ლარი შეადგინა და ეს 10,5%-ით ნაკლებია, ვიდრე გასული წლის ივნისის ბოლოს, როცა ბანკის წმინდა მოგება 14,2 მლნ ლარს შეადგენდა.

ბანკის აქტივები ამ პერიოდში 1.55 მლრდ ლარიდან 1.58 მლრდ ლარამდე გაიზარდა, ხოლო ვალდებულებები – 1.38 მლრდ ლარიდან 1.42 მლრდ ლარამდე.

ბანკის სააქციო კაპიტალი შემცირებულია – 170,7 მლნ ლარიდან 164,8 მლნ ლარამდე.

ბანკი რესპუბლიკას” მოგება 23,7%-ით გაიზარდა

ბანკი რესპუბლიკას წმინდა მოგებამ ამ წლის მეორე კვარტლის ბოლოსთვის 26,6 მლნ ლარი შეადგინა, რაც  23,7%-ით მეტია გასული წლის ივნისის ბოლოსთან შედარებით, როცა ბანკის წმინდა მოგება 21,5 მლნ ლარს შეადგენდა.

ამ პერიოდში ბანკის აქტივები 1.36 მლრდ ლარიდან 1.67 მლრდ ლარამდე გაიზარდა, ხოლო ვალდებულებები – 1.16 მლრდ ლარიდან 1.41 მლრდ ლარამდე.

ბანკის სააქციო კაპიტალი ამ პერიოდში 205 მლნ ლარიდან 258 მლნ ლარამდე არის გაზრდილი.

პროკრედიტ ბანკის” მოგება 28,8%-ით გაიზარდა

 პროკრედიტ ბანკის წმინდა მოგებამ ამ წლის მეორე კვარტლის ბოლოსთვის 12,5 მლნ ლარი შეადგინა და ეს 28,8%-ით მეტია, ვიდრე გასული წლის ივნისის ბოლოს, როცა ბანკის წმინდა მოგება 9,7  მლნ ლარს შეადგენდა.

სამწუხაროდ, არსებულ მონაცემებში პროკრედიტ ბანკის მთლიანი აქტივები და ვალდებულებები არ არის მითითებული

ბანკის სააქციო კაპიტალი გაზრდილია 135,9 მლნ ლარიდან  158,9 მლნ- მდე.

ბაზისბანკის” მოგება 135%-ით გაიზარდა

 ბაზისბანკის წმინდა მოგებამ ამ წლის მეორე კვარტლის ბოლოსთვის 12,7 მლნ ლარი შეადგინა და ეს 135%-ით მეტია, ვიდრე გასული წლის ივნისის ბოლოს, როცა ბანკის წმინდა მოგება 5,4 მლნ ლარს შეადგენდა.

ამ პერიოდში ბანკის აქტივები 727,9 მლნ ლარიდან 727 მლნ ლარამდე შემცირდა, ხოლო ვალდებულებები – 593 მლნ ლარიდან 568 მლნ ლარამდე.

ბანკის სააქციო კაპიტალი ამ პერიოდში 727,9 მლნ ლარიდან 727 მლნ ლარამდე არის შემცირებული.

ტერაბანკის მოგება” 10.3 მილიონი ლარით შემცირდა

ზარალმა ამ წლის მეორე კვარტლის ბოლოსთვის 14,2 მლნ ლარი შეადგინა და ეს 10.3 მლნ-ით მეტია, ვიდრე გასული წლის ივნისის ბოლოს, როცა ბანკის წმინდა მოგება 3,9 მლნ ლარს შეადგენდა.

ამ პერიოდში ბანკის აქტივები 625,8 მლნ ლარიდან 672,3 მლნ ლარამდე გაიზარდა, ხოლო ვალდებულებები – 531 მლნ ლარიდან 585 მლნ ლარამდე.

ბანკის სააქციო კაპიტალი ამ პერიოდში 93,9 მლნ ლარიდან 87,9 მლნ ლარამდე შემცირდა.

ზირაათ ბანკის” მოგება 18.4%-ით შემცირდა

ზირაათ ბანკის წმინდა მოგებამ ამ წლის მეორე კვარტლის ბოლოსთვის 928,7 ათასი ლარი შეადგინა და ეს 18,4%-ით ნაკლებია, ვიდრე გასული წლის ივნისის ბოლოს, როცა ბანკის წმინდა მოგება 1,13 მლნ ლარს შეადგენდა.

ამ პერიოდში ბანკის აქტივები 62,8 მლნ ლარიდან 88,2 მლნ ლარამდე გაიზარდა, ხოლო ვალდებულებები – 44,1 მლნ ლარიდან 67,6 მლნ ლარამდე.

ბანკის სააქციო კაპიტალი ამ პერიოდში 62,8 მლნ ლარიდან 88,2 მლნ ლარამდე არის გაზრდილი.

აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი – საქართველოს” მოგება 2 მილიონი ლარით გაიზარდა

აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი – საქართველოს წმინდა მოგებამ ამ წლის მეორე კვარტლის ბოლოსთვის 3,4 მლნ ლარი შეადგინა და ეს 2 მილიონი ლარით მეტია, ვიდრე გასული წლის ივნისის ბოლოს, როცა ბანკის წმინდა მოგება 1,4 მლნ ლარს შეადგენდა.

ამ პერიოდში ბანკის აქტივები 154,3 მლნ ლარიდან 115,4 მლნ ლარამდე შემცირდა, ხოლო ვალდებულებები – 125,4 მლნ ლარიდან 83,5 მლნ ლარამდე.

ბანკის სააქციო კაპიტალი ამ პერიოდში 28.9 მლნ ლარიდან 31.8 მლნ ლარამდე არის გაზრდილი.

ხალიკ ბანკი საქართველოს” მოგება 1,4 მილიონი ლარით გაიზარდა

ხალიკ ბანკი საქართველოს წმინდა მოგებამ ამ წლის მეორე კვარტლის ბოლოსთვის 2.6 მლნ ლარი შეადგინა და ეს 116,6%-ით მეტია, ვიდრე გასული წლის ივნისის ბოლოს, როცა ბანკის წმინდა მოგება 1,2 მლნ ლარს შეადგენდა.

ამ პერიოდში ბანკის აქტივები 196,7 მლნ ლარიდან 306.5 მლნ ლარამდე გაიზარდა, ხოლო ვალდებულებები – 152,9 მლნ ლარიდან 257,5 მლნ ლარამდე.

ბანკის სააქციო კაპიტალი ამ პერიოდში 43,8 მლნ ლარიდან 49 მლნ ლარამდე არის გაზრდილი.

ფინკა ბანკი – საქართველოს” მოგება 456 ათასი ლარით შემცირდა

ფინკა ბანკი საქართველოს წმინდა მოგებამ ამ წლის მეორე კვარტლის ბოლოსთვის 432 ათასი ლარი შეადგინა და ეს 456 ათასი ლარით ნაკლებია, ვიდრე გასული წლის ივნისის ბოლოს, როცა ბანკის წმინდა მოგება 888 ათას ლარს შეადგენდა.

ამ პერიოდში ბანკის აქტივები 222 მლნ ლარიდან 250 მლნ ლარამდე გაიზარდა, ხოლო ვალდებულებები – 184 მლნ ლარიდან 215 მლნ ლარამდე.

ბანკის სააქციო კაპიტალი ამ პერიოდში 37,9 მლნ ლარიდან 34,9 მლნ ლარამდე არის შემცირებული.

კაპიტალ ბანკის” მოგება 1.725 მილიონი ლარით გაიზარდა

კაპიტალ ბანკის წმინდა მოგებამ ამ წლის მეორე კვარტლის ბოლოსთვის 325 ათასი ლარი შეადგინა და ეს 1.725 მილიონი ლარით მეტია, ვიდრე გასული წლის ივნისის ბოლოს, როცა ბანკის ზარალი 1,4 მლნ ლარს შეადგენდა.

ამ პერიოდში ბანკის აქტივები 55,8 მლნ ლარიდან 183,1 მლნ ლარამდე გაიზარდა, ხოლო ვალდებულებები – 52,4 მლნ ლარიდან 175,5 მლნ ლარამდე.

ბანკის სააქციო კაპიტალი ამ პერიოდში 3,4 მლნ ლარიდან 7.5 მლნ ლარამდე არის გაზრდილი.

სილქ როუდ ბანკის” მოგება 4 მილიონი ლარით შემცირდა

სილქ როუდ ბანკის ზარალმა ამ წლის მეორე კვარტლის ბოლოსთვის 1,5 მლნ ლარი შეადგინა და ეს 4 მილიონი ლარით ნაკლებია, ვიდრე გასული წლის ივნისის ბოლოს, როცა ბანკის მოგება 2.5 მილიონ ლარს შეადგენდა.

ამ პერიოდში ბანკის აქტივები 95,4 მლნ ლარიდან 52,1 მლნ ლარამდე შემცირდა, ხოლო ვალდებულებები – 64 მლნ ლარიდან 23,7 მლნ ლარამდე.

ბანკის სააქციო კაპიტალი ამ პერიოდში 31 მლნ ლარიდან 28 მლნ ლარამდე არის შემცირებული.

კავკასიის განვითარების ბანკი – საქართველოს” მოგება 2,5 მილიონი ლარით შემცირდა

კავკასიის განვითარების ბანკი – საქართველოს ზარალმა ამ წლის მეორე კვარტლის ბოლოსთვის 2,4 მლნ ლარი შეადგინა და ეს 2,5 მილიონი ლარით ნაკლებია, ვიდრე გასული წლის ივნისის ბოლოს, როცა ბანკის მოგება 115 ათას ლარს შეადგენდა.

ამ პერიოდში ბანკის აქტივები 42 მლნ ლარიდან 40 მლნ ლარამდე გაიზარდა, ხოლო ვალდებულებები – 21 მლნ ლარიდან 17 მლნ ლარამდე შემცირდა.

ბანკის სააქციო კაპიტალი ამ პერიოდში 20.3 მლნ ლარიდან 17,8 მლნ ლარამდე არის შემცირებული.

იშ ბანკი – საქართველოს” მოგება 2 მილიონი ლარით გაიზარდა

იშ ბანკი საქართველოს მოგებამ ამ წლის მეორე კვარტლის ბოლოსთვის 1.46 მლნ ლარი შეადგინა და ეს 2 მილიონი ლარით მეტია, ვიდრე გასული წლის ივნისის ბოლოს, როცა ბანკის მოგება 519 ათას ლარს შეადგენდა.

ამ პერიოდში ბანკის აქტივები 143 მლნ ლარიდან 228 მლნ ლარამდე გაიზარდა, ხოლო ვალდებულებები – 130 მლნ ლარიდან 196  მლნ ლარამდე.

ბანკის სააქციო კაპიტალი ამ პერიოდში 12.6 მლნ ლარიდან 31.8 მლნ ლარამდე არის გაზრდილი.

პროგრეს ბანკის” მოგება 1,2 მილიონი ლარით შემცირდა

პროგრეს ბანკის ზარალმა ამ წლის მეორე კვარტლის ბოლოსთვის 528 ათასი ლარი შეადგინა და ეს 1,2 მლნ ლარით ნაკლებია, ვიდრე გასული წლის ივნისის ბოლოს, როცა ბანკის მოგება 707 ათას  ლარს შეადგენდა.

ამ პერიოდში ბანკის აქტივები 143 მლნ ლარიდან 236 მლნ ლარამდე გაიზარდა, ხოლო ვალდებულებები – 127 მლნ ლარიდან 221 მლნ ლარამდე.

ბანკის სააქციო კაპიტალი ამ პერიოდში 15,5 მლნ ლარიდან 14.8 მლნ ლარამდე არის შემცირებული.

,,პაშა ბანკი საქართველო” მოგება 5,9 მილიონი ლარით გაიზარდა

პაშა ბანკი საქართველოს მოგებამ ამ წლის მეორე კვარტლის ბოლოსთვის 4,3 მლნ ლარი შეადგინა და ეს 5,9 მლნ  ლარით მეტია, ვიდრე გასული წლის ივნისის ბოლოს, როცა ბანკის ზარალი 1.6 მლნ  ლარს შეადგენდა.

ამ პერიოდში ბანკის აქტივები 251 მლნ ლარიდან 291 მლნ ლარამდე გაიზარდა, ხოლო ვალდებულებები – 161 მლნ ლარიდან 193 მლნ ლარამდე.

ბანკის სააქციო კაპიტალი ამ პერიოდში 251 მლნ ლარიდან 291 მლნ ლარამდე არის გაზრდილი.

გიორგი კაპანაძე

 

Share