Home » ბიზნესი » საქართველოს ბავარიის სამეფო ოჯახის წინამძღვარი პრინცი ლუიპოლდ რუპერტ ჰაინრიხი ეწვევა
საქართველოს ბავარიის სამეფო ოჯახის წინამძღვარი პრინცი ლუიპოლდ რუპერტ ჰაინრიხი ეწვევა

საქართველოს ბავარიის სამეფო ოჯახის წინამძღვარი პრინცი ლუიპოლდ რუპერტ ჰაინრიხი ეწვევა

“კასტელი” “კალტენბერგის” ახალი სერიის წარმოებას იწყებს

საქართველოს ბავარიის სამეფო ოჯახის წინამძღვარი პრინცი ლუიპოლდ რუპერტ ჰაინრიხი, კომპანია კასტელის მოწვევით ოფიციალური ვიზიტით ეწვევა.
ვიზიტის ძირითად მიზანს ბავარიული სამეფო ლუდის ჩამოსხმის აღსანიშნავი ცერემონიალი და ლუდის სიწმინდის კოდექსის 500 წლის იუბილის აღნიშვნა წარმოადგენს.

ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია შეხვედრები დიპლომატიური კორპუსის და ქართულ – გერმანულ ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან. საუბარი შეეხება საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობას და იმ კულტურულ-სავაჭრო-სოციალურ-პოლიტიკურ ურთიერთობებს, რომელიც საქართველოს და გერმანიას დიდი ხანია აკავშირებს.

ლუდი, რომელიც, კომპანია კასტელის ბაზაზე საქართველოში გერმანულ – ქართული ინვესტიციით უკვე ერთი წელია დამზადდება, გერმანული, კერძოდ, ბავარიული სამეფო ოჯახის საკუთრებას წარმოადგენს.

ბანკები და ფინანსების ექსკლუზიური ინფორმაციით, “კასტელი” ბავარიის სამეფო ოჯახის კურთხევით, ლუდის წარმოების მეორე სერიას იწყებს. “კალტენბერგი” უკვე ახალი ბრენდით გამოჩნდება ბაზარზე.

სამეფო ოჯახის წინამძღვარი, ბავარიის პრინცი, ლუიპოლდ რუპრეჰთ ჰაინრიხი (Lუიტპოლდ ღუპპრეცჰტ Hეინრიცჰ Pრინზ) საქართველოს ოფიციალური ვიზიტით, ამა წლის 5 მაისს ესტუმრება. სამეფო ოჯახი ლუდს მსოფლიოს მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაში, ბავარიის სამეფო სტანდარტებთან შესაბამისად და “ბავარიული სიწმინდის კოდექსიის” დაცვით მეთორმეტე საუკუნიდან აწარმოებენ.

“ბავარიული სიწმინდის კოდექსი” მეთექვსმეტე საუკუნეში, კალტენბერგის სამეფო ლუდის მფლობელი ოჯახის წარმომადგენელმა, ჰერცოგმა უილიამ VI-მ შემოიღო, რომლის აღიარებით ლუდის მხარშველები პირობას დებდნენ, რომ ლუდის მოსახარშად მხოლოდ ნატურალურ და მაღალი ხარისხის ინგრედიენტებს გამოიყენებდნენ.

ლუდი კალტენბერგი, რომლის ხარშვის პატივი კომპანია “კასტელს” ხანგრძლივი მოლაპარაკების შედეგად ერგო, განსაკუთრებული ინგრედიენტებისგან შედგება, რომელთა სელექციას კალტენბერგის კუთვნილ მრავალსაუკუნოვან ლუდსახარშში, განსაკუთრებული სიფრთხილით ეკიდებიან.

ხარშვის დაწყების ცერემონიალთან დაკავშირებით, საქართველოს, კალტენბერგის ქარხნის მთავარი მხარშავი ეწვევა. ის უშუალოდ გააკონტროლებს ყველა იმ რთულ და გრძელვადიან პროცედურას, რომელიც ბავარიული სამეფო ლუდის ხარშვასთან არის დაკავშირებული.

“ჩვენ გავიარეთ გრძელვადიანი და საკმაოდ რთული პროცესი იმისთვის რომ მიგვეღწია შეთანხმებას `კალტენბერგის~ წარომადგენლებთან, გარდა იმ მნიშვნელოვანი ინვესტიციისა, რომელსაც გერმანული მხარე საქართველოში ლუდის სწორი მოხმარების კულტურაში ჩადებს, სასიხარულოა ის ფაქტი, რომ მათ ჩვენი ქარხანაში მიმდინარე პროცესები აღიარეს ყველა იმ სტანდარტის შესაბამისად, რომელსაც მსოფლიოში ლუდის წარმოების ყველაზე მნიშვნელოვანი ქარტია, `ბავარიული სიწმინდის კოდექსი ამყარებს”, – განაცხადა კომპანია “კასტელის” ხელმძღვანელმა თემურ ჭყონიამ.

კლიმენტი წიტაიშვილი

Share