Home » ფინანსები » ,,საქართველოს ბანკმა” დივიდენდების სახით, აქციონერებზე 100 მილიონი ლარი გაანაწილა
,,საქართველოს ბანკმა" დივიდენდების სახით, აქციონერებზე 100 მილიონი ლარი გაანაწილა

,,საქართველოს ბანკმა” დივიდენდების სახით, აქციონერებზე 100 მილიონი ლარი გაანაწილა

,,საქართველოს ბანკმა” დივიდენდების სახით, აქციონერებზე 100 მილიონი ლარი გაანაწილა, ამის შესახებ ინფორმაცია საკანონმდებლო მაცნეზეა გამოქვეყნებული, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: 

სააქციო საზოგადოება „საქართველოს ბანკის“ აქციონერთა საყურადღებოდ! 

ორი ათას თექვსმეტი წლის თორმეტ თებერვალს სააქციო საზოგადოება „ბიჯეო ჯგუფის” (საიდენტიფიკაციო №405103034, იურიდიული მისამართი: ქ. თბილისი, გაგარინის ქ. №29ა) (შემდგომში – „აქციონერი“) მიერ, რომელიც წარმოდგენილია მისი გენერალური დირექტორის მოადგილის ბ-ნ ავთანდილ ნამიჩეიშვილის სახით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილებები ქვემოთ მითითებულ საკითხებზე. ვინაიდან „აქციონერი“ ფლობს სს „საქართველოს ბანკის“ ჩვეულებრივი აქციების და, შესაბამისად, ხმების 75%-ზე მეტს, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 54.11 მუხლისა და სს „საქართველოს ბანკის“ წესდების 7.1.2 ქვეპუნქტის თანახმად, წინამდებარე გადაწყვეტილება აქციონერთა საერთო კრების ოქმის ტოლფასია და ითვლება კრების გადაწყვეტილებად.

დღის  წესრიგი:

1. 2016 წლის მოგების ნაწილის განაწილების (დივიდენდების გადახდის) შესახებ შუალედური დივიდენდის სახით;

2. დივიდენდის სააღრიცხვო თარიღის დადგენის შესახებ;

3. დივიდენდის გაცემის დაწყების თარიღის დადგენის შესახებ.

დღის წესრიგში მითითებულ საკითხებთან დაკავშირებით „აქციონერის“ მიერ მიღებულ იქნა შემდეგი გადაწყვეტილებები :

1 საკითხი     –   მოგების განაწილების (დივიდენდების გადახდის) შესახებ:

1. სს „საქართველოს ბანკის“ აქციონერთა მორიგი საერთო კრების ჩატარებამდე და წლიური შედეგების დამტკიცებამდე, მოხდეს 2016 წლის მოგების ნაწილის, 100,000,000 (ასი მილიონი) ლარის განაწილება შუალედური დივიდენდის სახით და სს „საქართველოს ბანკის“ თითოეულ ჩვეულებრივ აქციაზე განაწილდეს დივიდენდი 3.59 ლარის (სამი ლარი და ორმოცდაცხრამეტი თეთრი) ოდენობით.

2 საკითხი  –    დივიდენდის სააღრიცხვო თარიღის დადგენის შესახებ:

1. დივიდენდის სააღრიცხვო თარიღად განისაზღვროს 2016 წლის 14 დეკემბერი (18.00 საათის მდგომარეობით).

3 საკითხი   –   დივიდენდის გაცემის დაწყების თარიღის დადგენის შესახებ:

1. დივიდენდის გაცემის დაწყების თარიღად განისაზღვროს 2016 წლის 29 დეკემბერი.

Share