Home » ბიზნესი » საქართველოს ბანკის TSKAPP–ის და ვითიბი ბანკის MOBILE PAY–ის “შედარებითი დახასიათება”
საქართველოს ბანკის TSKAAP–ის და ვითიბი ბანკის MOBILE PAY–ის “შედარებითი დახასიათება”

საქართველოს ბანკის TSKAPP–ის და ვითიბი ბანკის MOBILE PAY–ის “შედარებითი დახასიათება”

 

მობილური ტელეფონის შესაძლებლობები გამუდმებით იზრდება და ფართოვდება. ქართული ბანკების ნაწილი ამ შესაძლებლობებს ფეხდაფეხ მიჰყვება და ცდილობს თანადროვე მობილური ტექნოლოგიებისა და ინოვაციური საბანკო მომსახურების სინთეზის გზით, მომხმარებელს მეტი კომფორტი შეუქმნას. საბანკო ბარათის ფუნქციის მობილურ ტელეფონში ინტეგრირების მიზნით ქართული ბანკები ახალ–ახალ აპლიკაციებს ნერგავენ.

“ვითიბი ბანკის” მომხმარებელს უკვე კარგა ხანია საშუალება აქვს სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში ანგარიშსწორება საკუთარ მობილურ ტელეფონში ჩამოტვირთული MOBILE PAY–ის აპლიკაციით აწარმოოს.

უკვე 1 კვირაა, კერძოდ კი 1 მარტიდან “საქართველოს ბანკმაც” შექმნა საკუთარი მომხმარებლისთვის ანალოგიური პროდუქტი, სახელად TSKAPP  (წკაპლიკაცია).

“ბანკები და ფინანსები” დაინტერესდა ვითიბის და საქართველოს ბანკის ამ ინოვაციური პროდუქტის შესაძლებლობებით. გთავაზობთ TSKAPP –ის და   MOBILE PAY–ის ერთგვარ შედარებით დახასიათებას: (იხილეთ ცხრილი)

mobile pay tskapp1

ზემოთ მოყვანილ ცხრილში ნათლად ჩანს, რომ “ვითიბი ბანკის” MOBILE PAY–ის აპლიკაცია მთელ რიგ უპირატესობებს ფლობს “საქართველოს ბანკის” TSKAPP ლიკაციასთან მიმართებით.

განსაკუთრებიოთ აღსანიშნია, რომ MOBILE PAY–ის აპლიკაცია მუშაობს ოფფ ლინე რეჟიმშიც, მაშინ როცა TSKAPP–ის ფუნქციონირებისთვისთვის აუცილებელია, რომ ტელეფონს ჰქონდეს ინტერნეტმხარდაჭერა.

მომხმარებლისთვის ასევე კომფორტულია, როცა თავად განსაზღვრავს, დაფაროს თუ გამოაჩინოს ბარათზე არსებული ნაშთი; მართოს/განსაზღვროს აპლიკაციით შესაძლებელი გადახდების მოცულობები; აპლიკაციის მეშვეობით ჰქონდეს სრული წვდომა საბარათე ამონაწერთან; მიღოს ამონაწერი პერიოდის შერჩევით; გაეცნოს ვალუტის კურსებს მიმდინარე მომენტისთვის და სხვა.

Share