Home » ფინანსები » “საქართველოს ბანკის” მოგება 103 მილიონი ლარით შემცირდა
“საქართველოს ბანკის” მოგება 103 მილიონი ლარით შემცირდა

“საქართველოს ბანკის” მოგება 103 მილიონი ლარით შემცირდა

საქართველოს ბანკის წმინდა მოგებამ 2018 წლის მესამე კვარტლის ბოლოს 183 474 275  მილიონი ლარი შეადგინა, რაც 103 მილიონით ნაკლებია გასული წლის სექტემბრის ბოლოს არსებულ მოგებაზე, მაშინ ბანკის მოგება 286 710 388 მლნ ლარი იყო. თუმცა, მიუხედავად წმინდა მოგების ასეთი შემცირებისა აღსანიშნავია, რომ 76 მილიონი ლარით არის გაზრდილია მოგების მაჩვენებელი დარეზერვებამდე და მან 2018 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით 413  მილიონი ლარი შეადგინა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი  337  მილიონი იყო.

2017 წლის სექემბრის ბოლოდან ამ წლის ანალოგიური პერიოდამდე ბანკის აქტივები 10 მილიარდი ლარიდან 13 მლრდ ლარამდე გაიზარდა, ვალდებულებები –  9 მლრდ ლარიდან 11  მლრდ ლარამდე.

ბანკის სააქციო კაპიტალი გაზარდილია – 1.2 მლრდ ლარიდან 1,3 მლრდ ლარამდე.

Share