Home » ბიზნესი » „საქართველოს ბანკი“ – „ომეგა ჯგუფს“ ბანკის მიმართ აქვს დავალიანება, რომელიც ჯამურად 84 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს
„საქართველოს ბანკი“ - „ომეგა ჯგუფს“ ბანკის მიმართ აქვს დავალიანება, რომელიც ჯამურად 84 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს

„საქართველოს ბანკი“ – „ომეგა ჯგუფს“ ბანკის მიმართ აქვს დავალიანება, რომელიც ჯამურად 84 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს

„საქართველოს ბანკი“ კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ სს „საქართველოს ბანკის“ მიმართ „ომეგა ჯგუფს“ აქვს დავალიანება, რომელიც ჯამურად 84 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს“, – ამის შესახებ ნათქვამია „საქართველოს ბანკის“ განცხადებაში.

განცხადების თანახმად, „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლის და მფლობელის ზაზა ოქუაშვილის მცდელობა, ორ კერძო კომპანიას შორის სამართლებრივი დავა პოლიტიკურ ჭრილში გადაიყვანოს, „საქართველოს ბანკისთვის“ მიუღებელია.

„საქართველოს ბანკი“ კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ სს „საქართველოს ბანკის“ მიმართ „ომეგა ჯგუფს“ აქვს დავალიანება, რომელიც ჯამურად 84 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს. „ომეგა ჯგუფი“ ბანკის მიმართ ვალდებულებებს 2016 წლიდან მოყოლებული არ ასრულებს და ამ დავალიანებასთან დაკავშირებით სასამართლოში მიმდინარეობს დავა. „ომეგა ჯგუფის“ წარმომადგენელები მიზანმიმართული ქმედებებით მაქსიმალურად ცდილობენ სასამართლო პროცესის გაჭიანურებას. ამასთან „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლის და მფლობელის ზაზა ოქუაშვილის მცდელობა, ორ კერძო კომპანიას შორის სამართლებრივი დავა გადაიყვანოს პოლიტიკურ ჭრილში – „საქართველოს ბანკისთვის“ მიუღებელია. „საქართველოს ბანკი“ კვლავ გამოიყენებს დავალიანების ამოღების მის ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ შესაძლებლობას“, -ნათქვამია განცხადებაში.

Share