Home » საზოგადოება » „საქართველო უახლეს საჰაერო ტაქტიკურ სისტემებს – „სტინგერებს“ მიიღებს“
„საქართველო უახლეს საჰაერო ტაქტიკურ სისტემებს – „სტინგერებს“ მიიღებს“

„საქართველო უახლეს საჰაერო ტაქტიკურ სისტემებს – „სტინგერებს“ მიიღებს“

„საქართველო უახლეს საჰაერო ტაქტიკურ სისტემებს – „სტინგერებს“ მიიღებს“, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ლევან იზორიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

იზორიამ საქართველო–ნატო–ს ურთიერთობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეეყანამ ბოლო პერიოდში „საბრძოლო მზადყოფნის მდგრადობის გაძლიერება და ნატო–ს სტანდარტებთან კიდევ უფრო მიახლოება შეძლო“

„თავდაცვის ბიუჯეტი წარმოადგენს მთლიანი შიდა პროდუქტის 2%–ს. რაც ყველაზე მთავარია, ბიუჯეტის 20 % მიმართულია აღჭურვილობაზე. ეს არის ნატოს ერთ–ერთი მნიშვნელოვანი სტანდარტი, რომელსაც მხოლოდ ალიანსის 8 წევრი ქვეყანა აკმაყოფილებს და ჩვენ, როგორც ასპირანტი ქვეყანა, ამ სტანდარტებს ვაკმაყოფილებთ“, – განაცხადა იზორიამ.

მისივე თქმით, გარდა ანტი სატანკო სისტემა – „ჯაველებისა“, საქართველომ მიიღო დაპირება, რომ ქვეყნის ანტი–საჰაერო შესაძლებლობებიც გაძლიერდება.

„დაახლოებით ერთი თვის  წინ ვიყავთ აშშ–ში და გვქონდა პოზიტიური დაპირებები იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო ჯაველინებთან ერთად მიიღებს უახლეს საჰაერო ტაქტიკურ სისტემებს – „სტინგერებს“. ესეც ერთგვარი აღიარებაა იმ პოლიტიკის, რომლსაც თავდაცვის სფეროში ვაწარმოებთ“, – განაცხადა იზორიამ.

Share