Home » საზოგადოება » საქართველო ლევილის მამულს იბრუნებს
საქართველო ლევილის მამულს იბრუნებს

საქართველო ლევილის მამულს იბრუნებს

საქართველო ლევილის მამულს იბრუნებს – შეთანხმება უკვე თითქმის მიღწეულია და ისიც ცნობილია, რომ მამულში, აკადემიის სახით, სპეციალური დაწესებულება გაიხსნება, სადაც ქართველი მკვლევარები ისტორიულ – სამეცნიერო-კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობას მიიღებენ.

ფრანგულ მხარესთან შეთანხმების დეტალებსა და მიმდინარე პროცესებზე, “კვირის პალიტრასთან” სახელმწიფო მინისტრი დიასპორას საკითხებში გელა დუმბაძე საუბრობს:

– მიხარია, რომ პროცესი, რომელიც 20 წელიწადზე მეტხანს გრძელდება, – ლოგიკური დასასრულისკენ მიიწევს. შარშან მთავრობამ ლევილის მამულის წინასწარი შეფასებისა და დიაგნოსტიკისთვის 107 ათასი ევრო გამოყო. პირველი რესპუბლიკის მეთაურთა ანდერძის თანახმად, ლევილის მამული საქართველოს უსასყიდლოდ გადმოეცემა.

– ბედნიერი ვიქნები, თუ საბოლოო გადაწყვეტილება წლის დასრულებამდე იქნება მიღებული. ვფიქრობ, ამის წინაპირობა უკვე არსებობს. გადმოცემის შემდგომ, სამუშაო პროცესზეც შეთანხმება მიღწეულია – ლევილის მამულში შემოქმედებითი სიცოცხლე ყიველთვის აქტიური გახლდათ. მოწყობის მოდელზე ჩამოყალუბებისას, საბაზისოდ ვილა მედიჩის მაგალითს გავითვალისინებთ. ეს ნიშნავს, რომ როტაციის წესით აქ ჩაერთვებიან ქართველი მაგისტრანტები და დოქტორნატები, რომლებიც ქართულ-ფრანგულ კულტუროლოგიურ თემებზე იმუშავებენ. მათი შერჩევის პროცესში კი, კულტურისა და განათლების სამინისტროები ჩაერთვებიან. ეს მართლაც ისტორიული მოვლენაა – ჩვენი წინაპრების კეთილი ნება განხორციელდება და ლევილის მამული საქართველოს გადმოეცემა. ვფიქრობ, ქვეყნისათვის რომელსაც დროებით ოკუპირებული ტერიტორიები გააჩნია, – ევროპის შუგულში 5000 კვადრატული მეტრის დაბრუნება, უაღრესად მნიშვნელოვანი მოვლენაა – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა დიასპორის საკითხებში გელა დუმბაძემ.

[wpolling id=”11″ width=”” height=””]

kvira.ge

Share