Home » ფინანსები » საქართველოში ზეთი შესაძლოა, კიდევ გაძვირდეს

საქართველოში ზეთი შესაძლოა, კიდევ გაძვირდეს

ბოლო 2 თვის განმავლობაში რუსეთში საექსპორტო მზესუმზირის ზეთი 280 დოლარით გაძვირდა და ერთ ტონაზე ათას 270 დოლარი შეადგინა. შესაბამისად, მოიმატა ფასმა რუსული ზეთის იმპორტიორ ქვეყნებში, მათ შორის, საქართველოშიც.

როგორც ზეთის იმპორტიორი კომპანია „ბარაქას“ დირექტორი, “ბიზნესპრესნიუთან“ საუბრისას აცხადებს, ფასის ზრდის ძირითადი მიზეზი მსოფლიოში მზესუმზირის 40%-ით შემცირებული მოსავალია.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის სექტემბერ-დეკემბრის მონაკვეთში მზესუმზირის ზეთის ფასი 40%-ით იყო გაზრდილი. აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოში მზესუმზირის ზეთის უმსხვილესი იმპორტიორი რუსეთია. 2020 წელს ქვეყნაში სულ 46 ათას 659 ტონა ზეთის იმპორტი განხორციელდა, აქედან 41 ათას 902 ტონა რუსეთიდან შემოტანილი პროდუქტია.

Share