Home » ბიზნესი » საქართველოში ტურისტებზე ბინების გაქირავებამ 2019 წლის მონაცემებს გადაუსწრო

საქართველოში ტურისტებზე ბინების გაქირავებამ 2019 წლის მონაცემებს გადაუსწრო

ტურისტული ნაკადის კლება არ აღინიშნება, – აცხადებენ wehost.ge-ში. კომპანიის წარმომადგენელი ნიკა ანჯაფარიძე ამბობს, რომ მაისიდან დატვირთულობა მაღალია, განსაკუთრებით თბილისში.

“ჯერჯერობით მოთხოვნა ნორმალურია, რაიმე სახის კლებას ვერ ვამჩნევთ. ზოგადად ჩვენ სექტორში, მაისიდან მოყოლებული დატვირთულობა კარგია. თბილისი ძალიან გააქტიურებულია.

ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების რა თქმა უნდა გვეშინია, მაგრამ ვემზადებოდით. ვფიქრობთ, რომ ამ ტალღასაც გადავაგორებთ”, განმარტავს ნიკა ანჯაფარიძე.

​აღსანიშნავია, რომ wehost არის სტარტაპ საქართველოს გამარჯვებული პროექტი, რომელიც წარმოადგენს პირველ Airbnb მენეჯმენტ კომპანიას საქართველოში.

wehost ორიენტირებულია მაღალი სტანდარტების მასპინძლობის სერვისის შექმნაზე და ამავდროულად, მორგებულია ბინის იმ მეპატრონეების ინტერესებზე, რომლებსაც სურთ ტურისტებზე ბინის გაქირავებით მიიღონ მაქსიმალურილი შემოსავალი ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე.

Share