Home » ეკონომიკა » საქართველოში წარმოებული ელექტრო ავტობუსების ექსპორტი ევროკავშირში განხორციელდება
საქართველოში წარმოებული ელექტრო ავტობუსების ექსპორტი ევროკავშირში განხორციელდება

საქართველოში წარმოებული ელექტრო ავტობუსების ექსპორტი ევროკავშირში განხორციელდება

ელექტრო ავტობუსების წარმოებისთვის თბილისის მიმდებარედ 4 ლოკაციაა შერჩეული. ამის შესახებ, „ბიზნესპრესნიუსს“ კომპანია „ფრეგობასის“ დირექტორმა მურმან პატარაიამ განუცხადა.

„ქარხნის ასაშენებლად 4 ლოკაციაა შერჩეული, აქედან ორი თბილისის, ორი კი, რუსთავის ტერიტორიაზე მდებარეობს. ამ ეტაპზე ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის სამუშაოები მიმდინარეობს. სწორედ ამ კვლევების შედეგების შედეგად შეირჩევა საწარმოსთვის ოთხიდან ერთი ლოკაცია. დაახლოებით წელიწად ნახევარში კი პირველი სამრეწველო პროდუქცია გვექნება“, -აცხადებს პატარაია.

მისივე თქმით, საქართველოში წარმოებული ელექტრო ავტობუსები ევროკავშირში გავა, რასაც გერმანული კომპანია EURABUS უზრუნველყოფს.

პატარაიას ცნობით, საწარმოში, სადაც 200-მდე ადამიანი დასაქმდება, თვეში 200-300 ავტობუსის წარმოება იქნება შესაძლებელი.

Share