Home » საზოგადოება » საქართველოში თითქმის 1 მლნ ადამიანი პენსიას ან სოციალურ დახმარებას იღებს

საქართველოში თითქმის 1 მლნ ადამიანი პენსიას ან სოციალურ დახმარებას იღებს

საქართველოში თითქმის 1 მლნ ადამიანი პენსიას ან სოციალურ დახმარებას იღებს, – 2020 -ის სტატისტიკა „საქსტატმა“ გამოაქვეყნა.

ქვეყანაში, რომლის მოსახლეობა 3 716 900 ადამიანია (ბოლო მონაცემებით) 783 705 პირი ასაკით პენსიონერია, მათი შორის, 71% ქალია.

რეგიონების მიხედვით პენსიის მიმღებთა 29.2% თბილისშია, 16.4 % – იმერეთში, 10.8% – სამეგრელო-ზემო სვანეთში, 9.7% – ქვემო ქართლში, 9% – კახეთში, დანარჩენ რეგიონებში კი ჯამურად 24.9% ფიქსირდება.

სოციალური პაკეტის მიმღებ პირთა საერთო რიცხოვნობამ 174 612 შეადგინა, საიდანაც 35% ქალები შეადგენენ, ხოლო 65% პროცენტს – კაცები.

სოციალური პაკეტის მიმღებთაგან 72.5% შშმ პირია, 12.6% მარჩენალდაკარგული, 8.9% ომის მონაწილე, 5.7% სახელმწიფო კომპენსაციის მიმღები პირები არიან, ხოლო 0.3% – სხვა სახის სოციალური პაკეტის მიმღები პირები.

2020 წელს, მიზნობრივი სოციალური პროგრამების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების რაოდენობამ 330 943 ერთეული შეადგინა, ხოლო საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების რაოდენობამ – 146 619.

რეგიონების მიხედვით ყველაზე მეტი რეგისტრირებული ოჯახი თბილისში დაფიქსირდა და 63.1 ათასი შეადგინა, მიმღებთა რაოდენობა კი 32.7 ათასით განისაზღვრა.

წყარო: business-partner.ge

Share