Home » ბიზნესი » საქართველოში, სერთიფიცირებული პირველი ბიო ფერმა დაიწყებს ფუნქციონირებას
საქართველოში, სერთიფიცირებული პირველი ბიო ფერმა დაიწყებს ფუნქციონირებას

საქართველოში, სერთიფიცირებული პირველი ბიო ფერმა დაიწყებს ფუნქციონირებას

რეგიონში ერთადერთი ფერმა, რომელიც ბიო მიმართულებით მუშაობს

საქართველოში სერთიფიცირებული პირველი ბიო ფერმა დაიწყებს ფუნქციონირებას, შესაბამისი სერთიფიკატი “შირაქის” ფერმამ მიიღო. ფერმა დედოფლისწყაროს სოფელ არხილოსკალოში მდებარეოს.

ფერმის დამფძუნებლის, ნიკოლოზ ბენიაძის თქმით, უცხოური პრაქტიკის მიღების შემდგომ, ესტონეთიდან შემოყვანილი პირუტყვით, ფერმამ ფუნქციონირება დაახლოებით 4 წლის წინ დაიწყო.

“ფერმის ფუნქციონირება დავიწყეთ დაახლოებით 4 წლის წინ, მაგრამ მანამდე შევისწავლეთ თუ როგორ მოგველო ამ მაღალპროდუქტიული პირუტყვისთვის. პატარა გამოცდილება უცხოეთშიც მივიღეთ და შემდგომში უკვე ესტონეთიდან შემოვიყვანეთ მაღალპროდუქტიული ჯიშის საქონელი. გვაყვას მოწვეული სპეციალისტები უცხოეთიდან. პერიოდულად მივაღწიეთ იმას, რომ დაახლოებით 20-25 ლიტრა რძეს ვწველით ერთი სული პირუტყვისგან. ასევე გვაქვს ხელოვნური განაყოფიერებაც. ჩვენ გვაყვს ჩვენი ადგილობრივი ვეტერინარი და მთლიანობაში საწველ დარბაზში მოწველილი მაღალპროდუქტიული საქონლისგან, მაღალპროდუქტიულ რძეს ვწველით უკვე და “შირაქის” ბრენდის სახელით ხდება მისი რეალიზება” – აცხადებს ნიკოლოზ ბენიაძე, “შირაქის” ფერმის დამფუძნებელი.

მისივე ინფორმაციით, ფერმას მთლიანობაში 100 ადამიანი ემსახურება და პროდუქციის რეალიზება სხვადასხვა მარკეტებსა და ფიპერმარკეტებში მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ უახლოეს მომავალში ბაზარზე ბიოლოგიურად სუფთა რძის პროდუქტები გამოჩნდება. ეს არის რეგიონში ერთადერთი ფერმა, რომელიც ბიო მიმართულებით მუშაობს. ფერმა გეგმავს ჩაანაცვლოს ის ფხვნილი რძის ნაწილი, რომელიც დღეს იყიდება ბაზარზე.

კომპანია ძირითადად ბავშვთა კვების ხაზის მიმართულებით იფუნქცნიორებს. ფერმის დღიური წარმოება ამ ეტაპზე 3.5 ტონა რძეა.

ბაჩო ჯინჭარაძე

Share