Home » ფინანსები » საქართველოში სექტემბერში ფულადი გზავნილების რეკორდული მოცულობა შემოვიდა

საქართველოში სექტემბერში ფულადი გზავნილების რეკორდული მოცულობა შემოვიდა

2020 წლის სექტემბერში საქართველოში უცხოეთიდან 192,7 მლნ დოლარი გადმოირიცხა, რაც რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2020 წლის სექტემბერში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილები 28.7%-ით გაიზარდა. კერძოდ, 2020 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 192.7 მლნ აშშ დოლარი (611.4 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 28.7%-ით (43.0 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2019 წლის სექტემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ქვეყნების მიხედვით, ყველაზე მეტი თანხა – 35,1 მილიონი დოლარი რუსეთიდან გადმოირიცხა, მეორე ადგილზე კი იტალიაა, საიდანაც საქართველოში 29,2 მილიონი დოლარი შემოვიდა.

Share