Home » საზოგადოება » საქართველოში ფეხბურთის განვითარებაზე ოცნება მოკვდა
საქართველოში ფეხბურთის განვითარებაზე ოცნება მოკვდა

საქართველოში ფეხბურთის განვითარებაზე ოცნება მოკვდა

საქართველოში ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამა ინფრასტრუქტურის გარეშე რჩება
 დღევანდელ მთავრობის სხდომაზე, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობსი საქმეთა მინისტრმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა, საქართველოში ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამაში ცვლილებების შეტანის თაობაზე საკითხი გაიტანა, რომელსაც მინისტრთა კაბინეტმა მხარი დაუჭირა.

როგორც „აიპრესს“ ფეხბურთის განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა, ზაზა დოლიძემ განუცხადა, ცვლილება სახელმწიფო პროგრამიდან, 2021 წლამდე ყველა ინფრასტრუქტურული პროექტის ამოღებას გულისხმობს. ამასთან, ფეხბურთის განვითარების ფონდის ბიუჯეტი, ამ პერიოდში, ყოველწლიურად 37 მილიონი ლარით განისაზღვრება.

„ჩვენი ინიციატივა იყო, რომ მთავრობის დადგენილებაში ინფრასტრუქტურა წერია და ეს ჩვენი პირადი გასაკეთებელი არ არის და ამას სხვა პროგრამებით გააკეთებენ. 30 მილიონი, რაც გვიზის წელს ბიუჯეტში, ადრეც მკითხეთ, 30-ის გარდა, გვინდა 36 მილიონამდე და კიდევ ერთი მილიონი ვალების დასაფარად. ჩვენ გაგზავნილი გვაქვს პროექტი 2021 წლის ჩათვლით, 37 მილიონი ყოველწლიური, სადაც კორექტირება შევიდა. საბაზისო არ იცვლება, მოტივაცია და საპრემიო არ იცვლება. ამოღებულია ინფრასტრუქტურა. საბაზისო 24 მილიონია. შიდა ის იქნება, რომ სპონსორებზე იმუშაონ გუნდებმა, მაგაზე აქცენტირდნენ, დანარჩენი იგივე რჩება“, – განაცხადა ზაზა დოლიძემ.

Share