Home » ფინანსები » საქართველოში მცირე და საშუალო საწარმოებისთვის 50 მლნ ევრო გამოიყოფა
საქართველოში მცირე და საშუალო საწარმოებისთვის 50 მლნ ევრო გამოიყოფა

საქართველოში მცირე და საშუალო საწარმოებისთვის 50 მლნ ევრო გამოიყოფა

საქართველოში მცირე და საშუალო საწარმოებისთვის 50 მილიონი ევრო გამოიყოფა. ევროპის საინვესტიციო ფონდმა და პროკრედიტ ბანკი საქართველომ ხელი InnovFin-ის პირველ გარიგებას მოაწერეს.

InnovFin-ის ხელშეკრულება ლუქსემბურგში გასულ კვირას გაფორმდა. პროკრედიტში განმარტავენ, შეთანხმება სარგებელს მოუტანს საქართველოში მოქმედ ინოვაციურ მცირე და საშუალო ბიზნესებს, ასევე, მცირე კაპიტალიზაციის საწარმოებს.

InnovFin-ის ხელშეკრულება, რომელიც პირველია საქართველოში, გულისხმობს, რომ ევროპის საინვესტიციო ფონდის მიერ გაცემული გარანტიის საფუძველზე და ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის პროგრამის „ჰორიზონტი 2020“-ის მხარდაჭერით, პროკრედიტ ბანკს მიეცემა შესაძლებლობა გასცეს სესხები საქართველოში მოქმედ ინოვაციურ კომპანიებზე, მომდევნო ორი წლის განმავლობაში. InnovFin-ის გარანტია ფარავს პროკრედიტ ბანკი საქართველოს მიერ გაცემული თითოეული სესხის 50%-ს. იგეგმება 50 მილიონი ევროს საკრედიტო პორტფელის გენერირება.

კვლევის, მეცნიერების და ინოვაციის განვითარების საკითხებში ევროკომისარის კარლოს მოედასის თქმით, კვლევისა და ინოვაციის პროგრამა „ჰორიზონტი 2020“ ღიაა მსოფლიოსთვის. “ურთიერთობა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან, ამჯერად საქართველოსთან, ჩვენი სტრატეგიის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. დადებული გარიგება ჩვენს თანამშრომლობას ერთი ნაბიჯით წინ წასწევს. ეს დაეხმარება საქართველოს ეკონომიკას, რადგან ქართულ კომპანიებს უკვე ექნებათ შესაძლებლობა ისარგებლონ ევროკავშირის გარანტიის საფუძველზე გაცემული სესხებით, რაც აამაღლებს მათი კვლევისა და ინოვაციის პოტენციალს,“ – განმარტავს მოედასი.

ევროპის საინვესტიციო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორის პიერ-ლუიჯი ჯილიბერტის თქმით, იგი მიესალმება საქართველოში InnovFin-ის პირველი ხელშეკრულების გაფორმებას. “ხელშეკრულება საშუალებას მისცემს პროკრედიტ ბანკ საქართველოს გააფართოვოს თავისი საფინანსო საქმიანობა, ხოლო საქართველოში მოქმედი ინოვაციური კომპანიები შეძლებენ უფრო მიმზიდველი საკრედიტო პროდუქტით ისარგებლონ.“

წყარო: BPI

Share