Home » საზოგადოება » საქართველოში მოსწავლეთა 20% გადაჭარბებული აზარტული მოთამაშეა

საქართველოში მოსწავლეთა 20% გადაჭარბებული აზარტული მოთამაშეა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, საქართველოში თამაშდამოკიდებული მოზარდების სტატისტიკა საგანგაშოა.

ქართველ მოსწავლეთა 20 პროცენტი (ბიჭების – 28% და გოგონების – 5%) გადაჭარბებული აზარტული, ხოლო 12 პროცენტი (ბიჭების -15 % და გოგონების -5%) პრობლემური აზარტული მოთამაშეა.

7 პროცენტი თამაშობს ინტერნეტით, 21 პროცენტი კი, ინტერნეტის გარეშე.

მოსწავლეთა 8 პროცენტი (ბიჭების – 11%, გოგონების – 6%) თამაშობს კარტით ან კამათლებით; 6 პროცენტი (ბიჭების – 10% და გოგონების – 2%) ინტერნეტით დებს ფსონს სპორტზე ან ცხოველებზე; 5 პროცენტი (ბიჭები 9% და გოგონები 1%) თამაშობს სათამაშო ავტომატებით; 3 პროცენტი (ბიჭები 6% და გოგონები 1%) თამაშობს ლატარიას;

საგანგაშოა სუიციდის შემთხვევებიც. არაოფიციალური მონაცემებით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში აზარტულ თამაშებს 100 მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ბოლო ერთ თვეში – 7 ადამიანი.

Share