Home » ახალი ამბები » საქართველოში კორონავირუსით რეინფიცირების ერთი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსით რეინფიცირების ერთი შემთხვევა დაფიქსირდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით რეინფიცირების ერთი შემთხვევა დაფიქსირდა.

როგორც გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განმარტა, პაციენტი ვირუსით დაახლოებით სამი თვის შემდეგ რეინფიცირდა.

გამყრელიძის თქმით, ვირუსი ორივეჯერ მსუბუქად მიმდინარეობს.

„ერთი შემთხვევაა დადასტურებული რეინფიცირების, სამთვიანი შუალედით. იქ სხვადასვა შტამი არ არის, ერთი და იგივე შტამის მუტანტია.

რეინფიცირება მოხდა 2,5 – 3 თვის შემდეგ. ორივე შემთხვევაში არის მსუბუქი მიმდინარეობა. რაც შეეხება ასაკს, არ მინდა შემეშალოს, მაგრამ ხანდაზმული არ არის“, – განაცხადა გამყრელიძემ.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები – მითები და რეალური მდგომარეობა

Share