Home » საზოგადოება » საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტი სრულად გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტი სრულად გამოჯანმრთელდა

ახალი კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტი სრულად გამოჯანმრთელდა, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

რაც შეეხება მეორე პაციენტს, რომელთანაც პირველ ტესტზე უარყოფითი პასუხი მიიღეს, ეზუგბაიას თქმით, დღეს კიდევ ერთი ტესტირება ჩაუტარდება და დღის ბოლოსკენ, სავარაუდოდ, მის შემთხვევაშიც საბოლოო პასუხი გვეცოდინება.

„გუშინ უკვე დღის მეორე ნახევარში გაცხადდა, რომ პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა. მასთან განმეორებით ორჯერადად ტესტირებით მიღებულია უარყოფითი პასუხი. მეორე პაციენტი, რომელთანაც პირველ ჯერზე მიღებული იყო უარყოფითი, დღეს ჩატარდება მასთანაც ტესტირება და ალბათ, დღის ბოლოსკენ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერვაძე მოგახსენებთ ჩატარებული ტესტირების პასუხს. ვიმედოვნებთ, რომ იქაც, ალბათ, პასუხი უარყოფითი იქნება და ეს იქნება ჩვენი მეორე გამოჯანმრთელებული პაციენტი“,-განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

Share