Home » ბიზნესი » საქართველოში კიდევ ერთი ამერიკული IT კომპანია კომპანია, Exadel-ი შემოვიდა

საქართველოში კიდევ ერთი ამერიკული IT კომპანია კომპანია, Exadel-ი შემოვიდა

ნათია თურნავა – მთავრობის მიერ საერთაშორისო სტატუსის მქონე IT კომპანიებისთვის შეღავათების დაწესების შემდეგ, საქართველოში კიდევ ერთი ამერიკული კომპანია Exadel-ი შემოვიდა.
მინისტრის თქმით, IT ინდუსტრიას მთავრობა აქტიურად უწყობს ხელს. კერძოდ, ცოტა ხნის წინ მთავრობის გადაწყვეტილებით, IT კომპანიები, რომლებიც ექსპორტზე იქნებიან ორიენტირებული და მოიპოვებენ საერთაშორისო კომპანიის სტატუსს, მოგების გადასახადისა და საშემოსავლო გადასახადის 5%-ით დაიბეგრებიან, რაც საკმაოდ სერიოზული შეღავათია.
„მთავრობის გადაწყვეტილებას მალევე მოჰყვა პირველი შედეგი და როგორც უკვე იცით, საქართველოში ამერიკული IT კომპანია „ეპამი“ შემოვიდა.
ამ დღეებში კი გადაწყდა უკვე მეორე ამერიკული კომპანიის „ექსადელის“ საქართველოში შემოსვლა. პირველ ეტაპზე კომპანია საქართველოში 40-მდე ადამიანს დაასაქმებს, თუმცა ოპერირების გაფართოებასთან ერთად, დასაქმების მაჩვენებელსაც გაზრდის. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ხუთი წლის განმავლობაში სწორედ ამ სექტორის კომპანიები, რომლებიც საქართველოში გადმოვლენ და ადგილობრივებს დაასაქმებენ, ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში დაახლოებით 5%-იან კონტრიბუციას გააკეთებენ. ეს არის ჩვენი ამოცანა“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.
Exadel-ი 20 წლის წინ ამერიკაში, სილიკონ ველიზე დაარსებულიკომპანია, რომელიც დღეს 1000 თანამშრომელსა და 23 ოფისს აერთიანებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში, პოლონეთში, ლიტვაში, გერმანიაში, ბელარუსსა და სხვა ქვეყნებში.
Share