Home » ფინანსები » საქართველოში იპოთეკით დაახლოებით 300 ათასი უძრავი ქონებაა დატვირთული
საქართველოში იპოთეკით დაახლოებით 300 ათასი უძრავი ქონებაა დატვირთული

საქართველოში იპოთეკით დაახლოებით 300 ათასი უძრავი ქონებაა დატვირთული

არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმაციით, 2017 წლის 6 თვის განმავლობაში საცხოვრებელი სახლიდან 1546 ოჯახი გამოასახლეს

ამავე პერიოდში აუქციონზე გამოტანილი სახლების რაოდენობა 13054 აღწევს, რაც იმას ნიშნავს რომ გამოსახლების საფრთხის წინაშე კიდევ 13054 ბინის მეპატრონე დგას. არაოფიციალური სტატისტიკით საქართველოში იპოთეკით დაახლოებით 300 ათასი უძრავი ქონებაა დატვირთული და მათი 80% ფაქტობრივად გადახდისუუნაროა. სპეციალისტები მოქმედი კანონმდებლობის ხარვეზზე და ეროვნული ბანკის პასიურობაზე მიუთითებენ.

კოალიცია “სახალხო ტრიბუნის” პრეზიდენტმა ნანა ჯაფარაშვილის აზრით, არსებობს საკანონმდელო ხარვეზები, რომელიც კერძო მევახშეებს და კომერციულ ბანკებს უპირატეს მდგომარეობაში აყენებს.

..ნასყიდობის ხელშეკრულება თვალთმაქცურად იყო დადებული იმისთვის, რომ შეენიღბათ იპოთეკის ხელშეკრულება და სახელმწიფოსთვის არ ეჩვენებინათ მევახშეებს მოგება. ზუსტ ინფორმაციას მალავენ და 300 ათასი იპოთეკა არის დღეს ოფიციალურად ქვეყანაში გაფორმებული, საიდანაც 80 პროცენტზე მეტი პრობლემურია, ლარის ინფლაციის გამო’’,- აცხადებს ნანა ჯაფარიშვილი. სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, ადამიანის გამოსახლება არ უნდა ხდებოდეს და ასეთი სიმახინჯე მსოფლიოში არ არსებობს. ჩვენთან ხდება ისე, რომ ჯერ აუქციონზე გადის ქონება, მესაკუთრე უკვე სხვა არის და მას უწევს სხვისი გამოსახლება. ამ შემთხვევაში კი ორივე პიროვნების უფლებები ირღვევა’’,- აცხადებს ნანა ჯაფარიშვილმა.

 

ლევან ლაგვილავა

Share