Home » ბიზნესი » „საქართველოში ბიზნესი უღირსი არასდროს ყოფილა, ეს სიტყვა შეურაცხმყოფელია“

„საქართველოში ბიზნესი უღირსი არასდროს ყოფილა, ეს სიტყვა შეურაცხმყოფელია“

ბიზნესმენი თემურ ჭყონია “ბიზნესპარტნიორთან” საუბრისას აცხადებს, რომ არ ეთანხმება „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მინისტრის შეფასებას იმასთან დაკავშირებით, რომ  „ქართულმა ოცნებამ“ ბიზნესს ღირსება და თავისუფლება დაუბრუნა.

„მე მას ვპასუხობ, რომ საქართველოში ბიზნესი უღირსი არასდროს ყოფილა. ეს სიტყვა შეურაცხმყოფელია. რა გამოდის, რომ ბიზნესს წლების განმავლობაში უღირსი ხალხი აკეთებდა? ეს როგორ შეიძლება, ეს ბიზნესის მიმართ არასწორი შეფასებაა. ღირსებას სხვა დატვირთვა აქვს, თავისუფლებას-სხვა. უამრავ ბიზნესმენს ვიცნობ და ყველას აქვს თავისი ღირსეული მომენტები. შესაძლებელია ადამიანს თავისუფლების მომენტი სხვადასხვა ჰქონდეს, მაგრამ როგორ შეიძლება უღირსი ბიზნესმენები ქმნიდნენ ამხელა ეკონომიკას?“ – აცხადებს თემურ ჭყონია.

დაუბრუნდა თუ არა „ქართული ოცნების“ პირობებში ბიზნესს თავისუფლება, ჭყონია აცხადებს, რომ ბიზნესმენებმა თავისუფლება თვითონ უნდა მოიპოვონ.

„მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არავინ არავის არ მიანიჭებს თავისუფლებას. თუმცა, ამის მოპოვება შესაძლებელია მართალი ცხოვრებით,სწორი ტექნოლოგიებით,სწორი აზროვნებით და საზოგადოებაში სწორი ადგილის პოვნით.ვიღაცამ მოგანიჭა თავისუფლება-ეს 19-ე საუკუნის მენტალიტეტია“-აცხადებს ჭყონია “ბიზნესპარტნიორთან” საუბრისას.

Share