Home » საზოგადოება » „საქართველოში, 2008 წელს ომი იმიტომ მოხდა, რომ დასავლეთმა კოსოვოს დამოუკიდებლობა აღიარა“
„საქართველოში, 2008 წელს ომი იმიტომ მოხდა, რომ დასავლეთმა კოსოვოს დამოუკიდებლობა აღიარა“

„საქართველოში, 2008 წელს ომი იმიტომ მოხდა, რომ დასავლეთმა კოსოვოს დამოუკიდებლობა აღიარა“

ატლანტიკური საბჭოს წევრმა, ჯეიმს კოილმა, რომელმაც ცოტა ხნის წინ წიგნი გამოაქვეყნა რუსეთის მზეობელ ქვეყნებში, საქართველოში, უკრაინაში, აზერბაიჯანში, ასევე მოლდოვაში არსებულ კონფლიქტებზეა საუბარი.

საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან, მის NATO-ში გაწევრიანებასთან და არსებული სიტუაციიდან გამოსავალ გზებზე, ჯეიმს კოილმა “ამერიკის ხმასთან” ისაუბრა.

მისი განცხადებით, ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად სამხედრო თვალსაზრისით საქართველოს არაფრის გაკეთება შეუძლია. რუსეთის არმია 10-ჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე 2008 წელს იყო, ხოლო სოხუმისა და ცხინვალის საქართველოში რეინტეგრაციისთვის, მოთმინება, მოკავშირეები და საღი ეკონომიკური კურსია საჭირო.

– ცოტა ხნის წინ წიგნი გამოაქვეყნეთ, სადაც რუსეთის მზეობელ ქვეყნებში, საქართველოში, უკრაინაში, აზერბაიჯანში, ასევე მოლდოვაში არსებულ კონფლიქტებზეა საუბარი. რა იყო ყველაზე დიდი მიგნება ამ კვლევის პროცესში?

– ყველაზე დიდი მიგნება ის იყო, რომ ამ კონფლიქტებს მსგავსი საფუძვლები აქვს. რუსეთს აქვს კარგად შემუშავებული სტრატეგია, რომელსაც თითოეულ ამ ქვეყანაში იყენებს. თითოეულ შემთხვევაში მოსკოვმა მონახა სეპარატისტული ჯგუფები, რომლებიც ცენტრალური მთავრობით უკმაყოფილონი იყვნენ, აღმოუჩინა მათ მატერიალური და სხვა სახის დახმარება, რის შემდეგაც სეპარატისტებმა ბრძოლა დაიწყეს. ამ ქვეყნებში რუსეთი სეპარატისტებს ან ეხმარებოდა ან მათ მხარდამხარ იბრძოდა ქვეყნის მთავრობის წინააღმდეგ. კონფქლიტის რეგიონში რუსეთი რაღაც ისეთის ორგანიზაციული მმართველობის მიღწევის შემდეგ, კრემლი სამშვიდობო საქმიანობის ორგანიზატორი ხდებოდა. რეგიონში სამშვიდობო ძალების სახით რუს სამშვიდობოებს აგზავნიდა და შემდეგ ამავე სამშვიდობო ოპერაციებს ხელმძღვანელობდა. კონფლიქტი არცერთ შემთხვევაში არ გადაწყვეტილა, რაც რუსეთის ინტერესებში შედის, რადგან მშვიდობის დამყარების შემთხვევაში ამ რეგიონებიდან ჯარის გაყვანა მოუწევდა.

– რამდენად რეალურია ის საფრთხე, რაზეც რუსეთი უწყვეტად საუბრობს? ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში, საქართველო რუსეთს საფრთხეს გაუზრდის? თურქეთიც ხომ ნატოს წევრია და ის რუსეთის საზღვართანაც ძალიან ახლოს მდებარეობს.

– რუსეთი მიირებს ყველა იმ ზომას, რომ თურქეთი საკუთარ ორბიტაში შეიყვანოს. ეს დიდი გეოპოლიტიკური თამაშია რომლის დროსაც დასავლეთის დაწინაურება აღმოსავლეთის დასუსტებას ნიშნავს. რუსეთს ყოველტვის ეშინოდა იმის, რომ NATO მის საზღვრებთან გამაგრდებოდა. აქ საკითხავი ის კი არ არის იქნება თუ არა საქართველო რუსეთის საფრთხე, არამედ ის რომ იქნება თუ არა NATO რუსეთისთვის საფრთხე.

– ცენტრალური აზიის გარდა, თითქმის ყველა კონფლიქტში რუსეთი ჩართულია. ბალტიისპირეთი ქვეყნები ნატოში გაწევრიანების შემდეგ შედარებით დაცულები არიან რუსეთისგან. რა არის რუსეთის მოტივაცია იმის შესახებ, რომ წლების მანძილზე შეინარჩუნოს კონფლიქტები მეზობელ ქვეყნებში?

– უნდა გვახსოვდეს, რომ ამ კონფლიქტებს რუსეთი აკონტროლებს. მოსკოვს ნებისმიერ დროს შეუძლია მათი ინტენსივობის გაზრდა და შემცირებაც. თქვენი აზრით, რატომ განახლდა ომი 2008 წელს სამხრეთ ოსეთში? ამას არაფერი აქვს საერთო აფხაზების ან ოსების მხრიდან დამოუკიდებლობის სურვილთან. საქართველოში ომი იმიტომ მოხდა რომ დასავლეთმა კოსოვოს დამოუკიდებლობა აღიარა. კრემლმა ამიტომაც გადაწყვიტა საქართველოს მაგალითით დასავლეთისთვის გაკვეთილი ჩაეტარებინა. გარდა ამისა, ნატოში გაწევრიანება, მაშინ როდესაც საკუთარი ტერიტორიის ნაწილს ვერ აკონტროლებ, ძალიან ძნელია. საქართველო საკუთარ საზღვარს ვერ აკონტროლებს. სწორედ ეს არის რუსეთის მოტივაციაცა და მიზანიც.

– თქვენი აზრით, რა გაუადვილებს საქართველოს უკეთესად გაართვას თავი ამ უკიდურესად რთულ გარემოს?

– მოთმინება. რუსეთი მანამ არ შეწყვეტს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მხარდაჭერას, სანამ ეს მხარდაჭერა შეღავათის მოტანის ნაცვლად ძვირი არ დაუჯდება. დღეს, შეღავათი ისაა, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება ურთულდება. აუცილებელია მოთმინება. ალბათ გახსოვთ, ბალტიისპირეთის ქვეყნები 45 წელი ელოდნენ დღეს, როცა ისინი კვლავ დასავლეთის ნაწილი გახდებოდნენ. სანამ დასავლეთი აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებლად არ აღიარებს, მათი უკან დაბრუნების იმედი არ უნდა დაიკარგოს, მოტმინება არ უნდა დაიკარგოს.

– მოთმინებისკენ მოწოდება საქართველოს მისამართით ხშირად ისმის, თუმცა საზოგადოების ერთი ნაწილი ამბობს, რომ ნატოში გაწევრიანება მხოლოდ დაპირებაა და ქვეყანას ალიანსში გასაწევრიანებლად ხელჩასაჭიდი არაფერი აქვს. თქვენ მოთმინების გარდა, რაიმე სხვა არჩევანს ხედავთ საქართველოსთვის?

– საქართველომ თავად უნდა გადაწყვიტოს, დაბალანსებული პოლიტიკა აწარმოოს თუ მიტმასნების. თუ მთავრობას ბალანსის პოლიტიკა სურს, მაშინ ნატო საუკეთესო მოკავშირეა რუსეთის დასაბალანსებლად. რუსეთთან მიტმასნების შემთხვევაში კი ქვეყანამ უნდა გაითავისოს, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს ნაწილი არასოდეს იქნება და საქართველოს მთავრობა რუსეთის მარიონეტი უნდა იყოს. მე არ ვფიქრობ, რომ საქართველოს საზოგადოებას ეს უნდოდეს.

 

მოამზადა ბაჩანა ჯინჭარაძემ

 

Share