Home » ფინანსები » საქართველოს სავალუტო რეზერვები რეკორდულ მაჩვენებელზეა

საქართველოს სავალუტო რეზერვები რეკორდულ მაჩვენებელზეა

პანდემიის ფონზე, საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ზრდის ტრენდს ინარჩუნებს. აპრილში საერთაშორისო აქტივების წლიური ზრდა 19% იყო და $4.1 მლრდ-ს მიაღწია. წინა თვესთან შედარებით რეზერვები 0.9%-ით არის გაზრდილი (+$34.9 მლნ).

მთლიანი რეზერვებიდან უცხოური ვალუტის რეზერვები $3.9 მლრდ-ია.

პანდემიის ფონზე სებ-ს საერთაშორისო რეზერვების აქტიური ხარჯვა უწევს. მთავარმა ბანკმა მხოლოდ აპრილში სავალუტო აუქციონზე 82.9 მლნ დოლარი გაყიდა. 2021 წლის დაწყებიდან დღემდე სულ $242.9 მლნ-ის ინტერვენციაა განხორციელებული.

COVID-ით გამოწვეული არასტაბილურობის ფონზე, სებ-მა 2020 წელს პირდაპირი ინტერვენციების გზით სავალუტო ბაზარს სულ დაახლოებით $916 მლნ დოლარი მიაწოდა.

business-partner.ge

Share