Home » ბიზნესი » „საქართველოს სადაზღვევო ჯგუფმა” დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის 2020 წლის 9 თვის მონაცემებით, 462 594 პოლისი გააფორმა

„საქართველოს სადაზღვევო ჯგუფმა” დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის 2020 წლის 9 თვის მონაცემებით, 462 594 პოლისი გააფორმა

„საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის” მიერ 2020 წელს უკვე ანაზღაურებულია 7 მლნ ლარამდე ზარალი, – ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს სადაზღვევო ჯგუფმა” ავრცელებს.

მათივე ცნობით, კომპანიამ 2020 წლის 9 თვის მონაცემებით 462 594 პოლისი გააფორმა.

„საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი” ქართულ ბაზარზე ოპერირებს 2017 წლიდან. მხოლოდ 2019 წელს კომპანიამ მომხმარებლებს 11 მლნ ლარზე მეტის ზარალი აუნაზღაურა, ხოლო 2020 წელს უკვე ანაზღაურებულია 7 მლნ ლარამდე ზარალი. ქონების, ავტომობილებისა და ტვირთების დაზღვევის კომპონენტში 2020 წლის ოქტომბრიდან კომპანია სავალდებულო გადაზღვევის ხელშეკრულებით AA- რეიტინგის მქონე, მსოფლიოში უმსხვილეს გადამზღვეველ კომპანია Scor-ის (www.scor.com), გადზღვევით ისარგებლებს. დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის 2020 წლის 9 თვის მონაცემებით IGG-ის მიერ გამოწერილი პოლისების რაოდენობამ შეადგინა 462 594 ცალი. მათ შორის კორპორაციული 10248, საცალო 323 852 ხოლო სახელმწიფო 128 494. კომპანიის გენერალური დირექტორის არჩილ მორჩილაძის განცხადებით, ბოლო ორი წლის მანძილზე კომპანიის გადამზღვეველი ასევე AA- რეიტინგის მქონე მსოფლიოში უმსხვილესი გერმანული კომპანია Hannover Re (www.hannover-re.com) იყო, თუმცა 2020 წლის ოქტომბრიდან კომპანია ისევ დაუბრუნდა თავის ძველ პარტნიორს, რომლის გადაზღვევითაც კომპანია 2017 -2018 წლებში სარგებლობდა. რეიტინგულ გადამზღვეველ კომპანიასთან გაფორმებული კონტრაქტები უზრუნველყოფენ საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის სადაზღვევო პორტფელის საიმედოობასა და სტაბილურობას. ამასთანავე საშუალებას აძლევს კომპანიის კლიენტებს ისარგებლონ დაზღვევის საუკეთესო პირობებით. წინასწარი განაცხადის შევსება შესაძლებელია ონლაინ შემდეგი ბმულის მეშვეობით: https://igg.ge/statement განაცხადის შევსების შემდეგ მომხმარებელს მენეჯერი ადგილზე მიაკითხავს”,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

Share